საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი კი, რომელიც ამჟამად სამენეჯერო სააგენტოს ხელმძღვანელობს, სპორტული დირექტორის როლში წარმოუდგენელი არ ჩანდა - გახოკიძეს გონიერ, ავტორიტეტულ და სანდო ადამიანად იცნობენ. თუმცა გოგამ ”ტორპედოში" დანიშვნა უარყო:
- ქუთაისში სპორტულ დირექტორად არ დავნიშნულვარ, შესაძლოა, ეს ხმები იმიტომ გავრცელდა, რომ კლუბში მუშაობა ჩვენი
- ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი სააგენტო ”ტორპედოსთან" თანამშრომლობს?
- პარტნიორობის სურვილი არის, მაგრამ ჯერ ოფიციალურად არაფერია გარკვეული. უბრალოდ, მე ”ვისოლის" ვიცე-პრეზიდენტ ლევან ფხაკაძესთან ვმეგობრობ და შესაძლოა, ინფორმაცია ამის გამო გავრცელდა.
დათო ყენიამ, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ ჟურნალისტი გახლდათ, დაგვიდასტურა, რომ ”ტორპედოში" დაიწყო მუშაობა:
- დიახ, ასეა, ნოემბრიდან ქუთაისის ”ტორპედოს" სელექციონერად დამნიშნეს და ფეხბურთელების შერჩევა მევალება როგორც უმაღლესი ლიგის, ასევე დუბლებისა და ჭაბუკთა ლიგის გუნდებისთვის.
- სელექციას მხოლოდ ”ვისოლის" კუთვნილ კლუბ ”ავაზაში" აწარმოებთ, თუ სხვა სკოლებშიც?
- ”ავაზა-ვისოლი" ჩვენი სკოლაა და, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ენიჭება, მაგრამ ქუთაისის საფეხბურთო სკოლებში ყოველთვის ზრდიდნენ საინტერესო ფეხბურთელებს და მათთან პარტნიორობაზე უარის თქმა სისულელე იქნება. ბოლოს და ბოლოს, მათი მუშაობის მიზანია, ფეხბურთელი ”ტორპედოს" და საქართველოს ნაკრებს გაუზარდონ. მთავარია, თანამშრომლობის სურვილი თავად ჰქონდეთ.
მალე ქუთაისის საფეხბურთო სკოლებში ყველა ასაკის ბავშვების ტესტირებას დავიწყებთ. ქუთაისური ფეხბურთი ტალანტებით არის ცნობილი და იმედია, საინტერესო ფეხბურთელებს აუცილებლად აღმოვაჩენთ.
- თქვენ სამენეჯერო კომპანიასაც წარმოადგენთ და რომელიმე ევროპულ კლუბთან პარტნიორობას ხომ არ გეგმავთ?
- სააგენტოს თავკაცებს, გოგა გახოკიძეს და გიორგი ქინქლაძეს ევროპაში კარგად იცნობენ და მათი პარტნიორი მენეჯერები ცნობილ კლუბებთან თანამშრომლობენ. ცხადია, ეს კავშირები ”ტორპედოსაც" გამოადგება. მაგალითისთვის შემიძლია დავასახელო ”ანდერლეხტი", ”ბრიუგე", ”ტვენტე", პსვ, ”ვიტესი".
- ამ კლუბებიდან რომელიმეში ტორპედოელის წაყვანას ხომ არ აპირებთ?
- ამ ეტაპზე კლუბის წამყვანი მოთამაშეების გასხვისებაზე ლაპარაკი ნაადრევია, რადგან ”ტორპედოს" მიზანი ჩემპიონატში ღირსეული გამოსვლაა. პირიქით, ახლა გაძლიერებაზე უფრო ვფიქრობთ, ვიდრე მოთამაშეთა გაშვებაზე.
- გუნდის გაძლიერება ახსენეთ - ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ვის დამატებას აპირებთ?
- რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი მოვინიშნეთ, მაგრამ ჯერ მათზე ლაპარაკი ადრეა.
შემთხვევით ვისარგებლეთ და გახოკიძეს ქართველი ფეხბურთელების შესაძლო ტრანსფერებზეც დავეკითხეთ: "რამდენიმე ფეხბურთელის ტრანსფერზე ვმუშაობთ, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერია. 100 პროცენტით ჯერ არავის საქმე გადაწყვეტილა და აქედან გამომდინარე, ვისთან რა მოლაპარაკებას ვაწარმოებთ, ამას ვერ ვიტყვი. მაგალითად, ჰოლანდიაში ფეხბურთელი რომ წაიყვანო, ეს კლუბს უნდა უღირდეს, რადგან 18-დან 21 წლამდე ფეხბურთელს მინიმუმ 260 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს, შემდეგ კი - გაცილებით მეტი. ამიტომ, ეკონომიკური კრიზისის პირობებში კლუბები ფეხბურთელების აყვანაზე მკაცრ მოთხოვნებს გვიყენებენ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"