ფიფია დინამოელებს შეხვდება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ახალი მეპატრონე რომან ფიფია ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ შეხვედება. ამის შემდეგ "დინამოსთან" დაკავშირებით ბევრი რამ გაირკვევა.

ეს ამბავი გუშინ შევიტყვეთ. კითხვაზე, რა ცვლილებები იგეგმება თბილისის "დინამოში", ვინ დატოვებს, ვის დაიმატებს და სად მოემზადება გუნდი, "დინამო"-"ტორპედოს" მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა თამაზ სამხარაძემ უპასუხა.

"ზამთრის მოსამზადებელი ეტაპი დაიგეგმა, მაგრამ ამის შემდეგ გუნდში ახალი მეპატრონე მოვიდა და, ცხადია, გეგმებში კორექტივებს შევიტანთ. "დინამოს" მფლობელი რომან ფიფია თასის მატჩის შემდეგ შეგვხვდება და მოსამზადებელი ეტაპის გეგმებსა და შესაძლო
ცვლილებებზე ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით", - გვითხრა სამხარაძემ.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული