- ”ტორპედოც" ამბიციურია და მისი მეპატრონე ”ვისოლიც", ამიტომაც ვეჭვობთ, მეექვსე ადგილი გაკმაყოფილებდეთ.
- პირველ ეტაპზე დავინახეთ, რომ დღევანდელ შემადგენლობას პოტენციალი გააჩნია, ”ტორპედოს" კი შეუძლია თამაში, მაგრამ შესაბამისი შედეგი არ მიგვიღია. ჩვენ მეექვსე ადგილის დაკავებაზე არ ვფიქრობდით. მთავარია, რომ ახლა ის აღარ ხდება, რაც დასაწყისში, გუნდი დალაგდა, შეთამაშდა. იმედია, მეორე ეტაპზე ”ტორპედო" ბევრად უკეთესად ათამაშდება, რადგან გაძლიერებას
- პირველი ეტაპი, დასრულდა და შეგიძლიათ გვითხრათ, რა ცვლილებებს გეგმავთ, ვინ წავა, ვინ მოვა?
- დაკონკრეტებისგან ჯერ თავს შევიკავებ. თუმცა აშკარაა, რომ გუნდს სჭირდება თავდამსხმელი და შემტევი ნახევარმცველი.
- მოსამზადებელ ეტაპს სად გაივლით?
- ვფიქრობ, უცხოეთში მოვემზადებით.
- მწვრთნელის საკითხი გადაწყვეტილია?
- ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება. გია გიგატაძე რჩება და თავის მოვალეობას შეასრულებს.
- ლეგიონერებით გაძლიერებას ხომ არ აპირებთ?
- დიახ, ქუთაისში ლეგიონერების ჩამოყვანა სავსებით რეალურია, ალბათ, თავდამსხმელს მოვიწვევთ. სასურველ კანდიდატებს შეკრებაზე ჩამოვიყვანთ და გასინჯვის შემდეგ საუკეთესოებს დავიტოვებთ. ლაპარაკია დაახლოებით ექვს-შვიდი ახალი ფეხბურთელის მოწვევაზე.
- ზამთრის სატრანსფერო ეტაპზე სოლიდურ თანხებს თუ დახარჯავთ?
- ზაფხულში რამდენიც დავხარჯეთ, იმდენს ტრანსფერებზე ნამდვილად აღარ ვითვალისწინებთ. ჩვენც უკვე ბევრ რამეს ვხვდებით, ბევრ რამეს ვხედავთ და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მიერ შერჩეული ფეხბურთელებით შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნება. ახლა თანხა ეფექტურად დაიხარჯება.
- ანუ ეფექტურად არ იხარჯებოდა?
- რაც იყო, იმაზე არ ვლაპარაკობთ. ამის შემდეგ კი დაიხარჯება ის, რაც გუნდს სჭირდება, უზარმაზარი ტრანსფერები კი არ განხორციელდება.
- უცხოეთში მოთამაშე ქართველის დაბრუნებას თუ აპირებთ?
- გვინდა, მაგრამ მოდი, ამაზე კონკრეტულად არ ვილაპარაკებ. თასზე მატჩს ვითამაშებთ, 16 დეკემბერს პირველი ეტაპი დასრულდება და ამის შემდეგ გაიმართება ”ტორპედოს" საერთო კრება, სადაც ვიტყვით, ვინ დარჩება და ვინ დატოვებს კლუბს.
- ”ტორპედოში" პატარა რევოლუციაა მოსალოდნელი?
- დიახ, მოსალოდნელია, რადგან ქუთაისი ამბიციური ქალაქია, ხალხს უყვარს ფეხბურთი და, სამწუხაროდ, მეექსვე ადგილი ის შედეგი არ არის, რაც გვსურს ”ტორპედოს" გულშემატკივრებსა და ”ვისოლს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"