მასპინძლებმა პირველ ნახევარში საკუთარ ნახევარს მიაჯაჭვა მეტოქე და ხიფათიც ძირითადად სამტრედიელთა კართან იქმნებოდა. ~ბაიას ფეხბურთელებმა ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს. მასპინძელთა გუნდის კაპიტან როინ ონიანის შორეული ძლიერი დარტყმა სანტიმეტრებით ასცდა ძაგანიას კარს. ცოტა ხანში მალიჩავასაც ჩინებულად გამოუვიდა შორეული დარტყმა, თუმცა ბურთი
მეორე ტაიმიც მასპინძელთა შეტევებით განახლდა, მაგრამ მოულოდნელად ბურთი საკუთარ კარში მიიღეს. კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ქებაძემ მიწაზე დაუშვებლად გადაგზავნა ზუგდიდელტა კარში და თავისიანებს მატჩის გადარჩენის შანსი გაუჩინა, თუმცა სამ წუთში მასპინძლებმა სამტრედიელებს კონტრშეტევით და ჩინებული გოლით უპასუხეს. ეხვაიამ კიდევ ერთხელ იყოჩაღა და ძაგანიას შანსი არ დაუტოვა. საგოლე პასი კი ისევ ლომიასი იყო. ამ გოლმა მატჩის ბედი გადაწყვიტა, ჩანდა, რომ ამ მატჩში ყველაფერი გარკვეული იყო.
მატჩის ბოლოსკენ თამაშმა მოედნის ცენტრისკენ გადმოინაცვლა და მასპინძლებმაც შეხვედრა მშვიდობიანად დასრულეს.
ზაზა ტონია (სამტრედიას მეორე მწვრთნელი): ”წაგების შემდეგ მწვრთნელი საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილი არასდროს არის, მაგრამ ბიჭების მიმართ სამდურავი როგორ უნდა ვთქვათ? სამი თვის ხელფას-პრემია არ მიუღიათ და მათთვის პროგრამა-მაქსიმუმის მოთხოვნა ძნელია. თან ორი-სამი ძირითადი ფეხბურთელი ავადმყოფობის გამო გვაკლდა და შედეგზე ამანაც იმოქმედა”.
ელგუჯა ქომეთიანი (ბაია): ”ამ შეხვედრაში მეტოქეზე ძლიერები აღმოვჩნდით და შედეგიც ლოგიკური იყო. ჩვენს გუნდს იმხელა პონტეციალი გააჩნია, რომ შეგვიძლია უფრო უკეთ წარვდგეთ ჩემპიონატში, თუ, რა თქმა უნდა, არსებული სიტუაცია დალაგადა. მიუხედავად ამისა, სეზონის განახლებას მაინც ოპტიმისტურად დაველოდებით”.
11.12.10 ზუგდიდი, ცენტრალური სტადიონი
700 მაყურებელი
ბაია ზუგდიდი - სამტრედია 3:1
გოლი: 1:0 ეხვაია (11. ლომიას პასით) 2:0 მალიჩავა (36. პენალტით), 2:1 ქებაძე (53), 3:1 ეხვაია (56. ლომიას პასით)
ბაია სამტრედია
4-4-1-1 4-5-1
ზარქუა ძაგანია
აფაქიძე კირთაძე
ლ.აკობია გოგია
თ.აკობია ხუმარაშვილი
რ. ონიანი ბაკურაძე
ვართაგავა გუჩუა
რიგვავა თ.შალიკაშვილი
მალიჩავა ჩომახიძე
გუგუჩია ბაკარანძე
შ. ლომია პავლიაშვილი
ეხვაია ქებაძე
მთ. მწვრთნელი მთ. მწვრთნელი
ელგუჯა ქომეთიანი გელა სანაია
ბაია
60. ვართაგავა – სიხარულია
73. ეხვაია – ჩანგელია
89. რიგვავა – კუკავა
სათადარიგოები: ჯომიდავა, კალანდია, ქვარცხავა, მამულია
სამტრედია
46. გუჩუა – კაპანაძე
60. პავლიაშვილი – დ. კირკიტაძე
75. შალიკაშვილი – ნინუა
სათადარიგოები: ჯინჭარაძე, ჩხიკვაძე, ი.შალიკაშვილი, ეცადეიშვილი
გაფრთხილება: ვართაგავა (30)
არბიტრი: ლ. სილაგავა (თბილისი)
ლაშა გოგილავა
ზუგდიდიდან