''პრობლემები მხოლოდ ''სამტრედიასა" და ''ბაიაშია". შევეცდები, მეორე წრის დაწყებამდე, ანუ 12 თებერვლამდე სპონსორი მათაც მოვუძებნო. ამ კლუბების პრობლემა მენეჯმენტია. 14 ფეხბურთელი რომ ჩაგყავს, დავიჯერო, ადგილობრივი სათადარიგოებშიც ვერ ხვდება? ან უმაღლესში გადასვლამდე არ უნდა იცოდე, რა ბიუჯეტი გაგაჩნია? ''სამტრედიაში" ჩასულებს 1000-1200 ლარს შეჰპირდნენ. არ სჯობს, ამდენი ადგილობრივს მისცე, რომელმაც ბოლო ტურში
სტატისტიკას გადავხედეთ და ბოლო ორ ტურში ორი გოლი არა ადგილობრივმა, არამედ თბილისელმა ლაშა ქებაძემ გაიტანა.
გელა სანაია, ''სამტრედიას'' ყოფილი მთავარი მწვრთნელი: ''სამტრედიელი ფეხბურთელების მოყვანა მინდოდა, მაგრამ უმაღლესში გამოსადეგი ათი ფეხბურთელი ვერ მოვძებნე. სამი ბათუმის ''დინამოშია'' და კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს, ორიც ქუთაისის ''ტორპედოშია'' და არც მათ გამოუშვებდნენ. ''სამტრედიას'' უმაღლესში ათი წელი არ უთამაშია და ეს დიდი წყვეტა ადგილობრივ კადრებზე და საფეხბურთო სკოლების მუშაობაზეც აისახა. ასე რომ, ეს საკითხი მხოლოდ ჩვენს სურვილზე არ იყო დამოკიდებული.''
გუშინ რედაქციაში ''სამტრედიას'' პრეზიდენტი ზაზა ადეიშვილიც დაგვიკავშირდა: ''გავეცანი პრესკონფერენციაზე ბატონი ზვიადის ნათქვამს და აშკარაა, რომ ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა. სიჭინავასთან პოლემიკა არ მინდა, რადგან გაჭირვების დროს შეძლებისდაგვარად გვეხმარებოდა, მაგრამ არასწორი ფაქტები მოიხმო: ''სამტრედიაში'' 1200 ლარს არათუ ჩამოყვანილი, საერთოდ არავინ არ იღებს. ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეს 1000 ლარს ვუხდიდით, ოთხს - 700-700 ლარს, დანარჩენებს კი - 600, 500, 400, 300 და რამდენიმეს 100 ლარსაც კი.
რაც შეეხება ხელმძღვანელის დიდი ხელფას - მე 500 ლარს ვიღებ. სულ სახელფასო ფონდი 23500 ლარია, საიდანაც 4700 ლარს საშემოსავლო გადასახადის სახით ვიხდით. არა მგონია, ეს დიდი სახელფასო ფონდი და ხელფასები იყოს. ამის დამადასტურებელ უწყისს რედაქციაში აუცილებლად გამოგიგზავნით, გულშემატკივარი ჩემს სიმართლეში რომ დარწმუნდეს.
ჩამოსულებს რაც შეეხებათ: ასეთი 12 ფეხბურთელი გვყავს, უფრო ნაკლები, ვიდრე ''ზესტაფონს'', მაგრამ რომელი ქართული კლუბი იტყვის უარს ამ კლუბის არაზესტაფონელ მოთამაშეებზე? მეც მირჩევნია სამტრედიელი ფეხბურთელები ვათამაშოთ, მაგრამ 1000 და 700 ლარით ''ტორპედოდან'' თოდუასა და მიგინეიშვილს, ''ჯენოდან'' კი კალაძეს ნაღდად ვერ ჩამოვიყვან.
და რაც მთავარია: ''სამტრედიამ'' პირველ ლიგაში ბევრად მდიდარ კლუბებს სწორედ გამართული მენეჯმენტის წყალობით ვაჯობეთ და უმაღლესში ამის წყალობით გადავედით. იქ კი პირველივე სეზონში მეექვსე ადგილი დავიკავეთ, როდესაც ჩვენ ყველაზე მწირი ბიუჯეტი, სულ რაღაც 341 ათასი ლარი გვქონდა. არა მგონია, ეს არასწორი მენეჯმენტის შედეგი ყოფილიყო''.
მაშინ "ბაია" პირველ ლიგაში ჩარჩა, "სამტრედია" კი, რომლის პრეზიდენტიც მასინ იგივე ადეიშვილი გახლდათ, უმაღლესში გადავიდა. ამ ყველაფრის შემდეგ სიჭინავამ ადეიშვილის მენეჯმენტზე არ უნდა ილაპარაკოს.