საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისთან" დაკავშირებით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"გვსურს ვაცნობოთ ქართული ფეხბურთის ქომაგებსა და ფართო საზოგადოებას, რომ ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოსთვის" ახალი ინვესტორის ძიებასთან დაკავშირებით, როგორც მოსალოდნელი იყო, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ცნობილი ბიზნესმენი, ბატონი რომან ფიფია, დაინტერესდა საფეხბურთო კლუბის მხარდაჭერით და გამოთქვა მზადყოფნა, მოახდინოს დინამოსათვის ყველა საჭირო ფინანსური სახსრების ინვესტირება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალური მოლაპარაკებები და იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში საბოლოო შეთანხმება იქნება მიღწეული.
ჩვენ
ის მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ "დინამოთი" დაინტერესდა ადამიანი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი სურვილიც და შესაძლებლობაც, რათა კლუბს გვერდში ამოუდგეს. აქვე გვსურს მივცეთ კლუბის ადმინისტრაციას რეკომენდაცია დაინტერესებული მხარის წარმომადგენლებთან შეხვედრასა და თანამშრომლობაზე, რათა მოხდეს ყველა საჭირო ინფორმაციის გაცვლა და დამატებითი დეტალების განხილვა", - აღნიშნულია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის განცხადებაში.
"ინტერპრესნიუსი"