რომელი საუკუნეა - ოლიმპს მეტალურგი დაარქვეს?!

AutoSharing Option
სუპერთასის მატჩის შემდეგ, რუსთავის "ოლიმპის" პრეზიდენტმა ჯოზეფ კეიმ მედიასთან განცხადება გააკეთა. სიმართლე ითქვას, გვეგონა, საფეხბურთო თემებზე ილაპარაკებდა, მან კი სიტყვა მოულოდნელად სხვა მიმართულებით წაიყვანა:

- ძალიან გახარებული ვარ ამ წარმატებით. მომავალი წლისთვის გუნდში ძალიან ბევრი ცვლილება იგეგმება. მინდა, ყველას ვახარო, რომ რუსთავის "ოლიმპს" მალე დაუბრუნდება ძველი სახელი - "მეტალურგი" და კიდევ მინდა, დღეს მთელი რუსთავის მეტალურგების სახელით მივულოცოთ ჩვენს ბატონ პრეზიდენტს ეს დიდი გამარჯვება (ალბათ, "ოლიმპის" გამარჯვება იგულისხმა - ავტ.) და დაბადების დღე. ჩვენს ბატონ პრეზიდენტს და მთელ საქართველოს სულ
გამარჯვებული ევლოთ, როგორც დღეს არის რუსთავის "ოლიმპი".

- კონკრეტულად რა ცვლილება მოხდება რუსთავის "ოლიმპში"?
- ძალიან ბევრ ცვლილებას ველოდებით. ქართული ფეხბურთი იქნება აბსოლუტურად განახლებული და ბევრ ადამიანს განაცვიფრებს. რუსთავული კლუბი ამის პირობას გაძლევთ.

გუნდის მეპტარონის საქმეა, სუპერთასის მოპოვებისას ფეხბურთზე ილაპარაკებს თუ დაბადების დღეს მიულოცავს პრეზიდენტს, შვილს ლამაზ სახელს დაარქმევს თუ ლენსტანბერს. ჩვენ კი იმის უფლება მაინც გვაქვს, "ოლიმპის" სახელის გადარქმევა გავიკვირვოთ და გავაპროტესტოთ - დროა, საქართველო საბჭოთა კავშირისა და მისი სიმბოლოებისგან გათავისუფლდეს.

21-ე საუკუნეში, როდესაც საქართველო დამოუკიდებელია და ახალ სიმბოლოებს ქმნის, საბჭოური "მეტალურგი", "ტორპედო", "ხის გადამამუშავებელი კომბინატი", "რუსთავცემენტი", "მექათმე", "მეშაქრე", "მაღაროელი", "მეშახტე", "მოტორი", "ტრაქტორი", "აგრომრეწვმშენი" და მსგავსი შედევრი-სახელები ანაქრონიზმია. საეჭვოა, ეს მოსალოცი ამბავი იყოს და ამის გაგონებაზე რუსთაველებმა მეორე ეტაპზე სტადიონი შეავსონ. ან რა აუცილებლობაა სახელის გადარქმევა? სხვა თუ არაფერი, მეტალურგიულ კომბინატს "რუსთავის ფოლადი" ჰქვია და გუნდისთვის "ფოლადი" მაინც დაერქმიათ?!



მკითხველის კომენტარები / 18 /
თუ ასე მივუდგებით,მაშინ დინამოსაც
უნდა გადაარქვან სახელი და ტორპედოსაც.
alex
17:33 14-01-2011
0
ბატონო მერაბ!
საინტერესოა "დინამო" რატომ გამოგრჩათ?! ...
gugs
13:06 22-12-2010
0

სიახლეები პოპულარული