ლაშა ჯაფარიძე:"კლუბში ძველი კონტრაქტების გადახედვას აპირებენ. ჯერ ხელმძღვანელობა სალაპარაკოდ არ შეგვხვედრია, თუმცა ყველა გუნდში რჩება. ახალი კონტრაქტები ძველების წასვლას არ ნიშნავს. თანაც სუპერთასი მოვიგეთ და მე მგონი, ცუდად საქმე არავის აქვს".
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მცველის, გიორგი რეხვიაშვილის წაყვანა ისრაელის ვიცე-ჩემპიონ ჰაიფას "მაქაბის" სურს, თუმცა გიორგიმ ჯერ ზუსტად არც იცის, ამ საქმიდან რა გამოვა.
- ზუსტად არ ვიცი, რა ხდება. ეს ამბავი
- ამას არავინ დაიჯერებს, რომ გაზეთიდან გაიგე.
- რუსთავის "ოლიმპთან" კონტრაქტი მაისამდე მაქვს და ჯერ არავინ გამიშვებს.
- კონტრაქტის გაწყვეტა შესაძლოა.
- მეც ისე ვიცი, როგორც წერენ, სხვას ვერაფერს გეტყვით. "ოლიმპში" ახალი კონტრაქტები უნდა შეგვიდგინონ და ახალ წლამდე გაირკვევა, დავრჩები თუ წავალ.
- "ოლიმპის" სათადარიგო ფეხბურთელი წლეულს ერთ-ერთი ლიდერი გახდი - ასეთი რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში?
- გამოცდილება შევიძინე, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს. უფრო თავდაჯერებულიც გავხდი. ყველაფერი კარგად აეწყო.
- და მერე გაზეთებიდან იგებ, რომ ისრაელში კონტრაქტს გთავაზობენ?
- სერიოზულად თუ გინდათ გითხრათ, მენეჯერის პასუხს ველოდები და მისი იმედი მაქვს.
ჰაიფას "მაქაბში" გადასვლის შანსი გაუჩნდა "ოლიმპის" თავდამსხმელს, საქართველოს ნაკრების კანდიდატ ირაკლი მოდებაძესაც, რომელმაც ებრაული კლუბის ინტერესი დაგვიდასტურა.
"როგორც გავიგე, 21 დეკემბერს სუპერთასის შეხვედრას "მაქაბის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გიორგი დარასელია და გენერალური მენეჯერი მთავარი მწვრთნელის დავალებით დაესწრნენ. გიორგიმ მატჩის შემდეგ თქვა, რომ ჩემი თამაში მოეწონა. თუმცა პირადად არ მინახავს, ისე წავიდა, ის და "მაქაბის" მენეჯერი შესაძლო ტრანსფერზე ლევან სილაგაძეს ელაპარაკნენ, რომელიც საფეხბურთო აგენტი გახდა. ახლა დარასელიამ "მაქაბის" მწვრთნელთან უნდა მოილაპარაკოს, მაგრამ სილაგაძე გახარებული იყო, შენც და რეხვიაშვილმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვეთო.
თუმცა ისიც არ შემიძლია ვთქვა, რომ მიწვევის შემთხვევაში "ოლიმპიდან" გამიშვებენ. კლუბთან კონტრაქტი მაისში მიმთავრდება, ხელმძღვანელობა ფეხბურთელთა გაშვებას კი არა, გაძლიერებას და ახალი კონტრაქტების გაფორმებას აპირებს. ჩემი საკითხიც მალე გაირკვევა", - გვითხრა ირაკლი მოდებაძემ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"