კვახაძე და დობროვოლსკი ყაზახეთში?

AutoSharing Option
რუსთავის "ოლიმპის" წევრები, ლექსო კვახაძე და დენის დობროვოლსკი, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო შუალედში ყაზახეთში გადავიდნენ. ინფორმაცია საფეხბურთო სამყაროში ცნობილმა მენეჯერმა მოგვაწოდა. ჩვენებით ყაზახური კლუბი "ატირაუ" დაინტერესდა.

მართალია, "ოლიმპთან" ორივეს კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ რუსთაველები ძველი ხელმძღვანელობის მიერ გაფორმებული კონტრაქტების გადახედვას და გუნდის განახლებას აპირებენ.

"ატირაუ" ყაზახეთის ჩემპიონატის ფინალურ ექვსეულში მოხვდა, პირველობა კი მეხუთე ადგილზე დაასრულა. უკვე მეორე სეზონია, "ატირაუში" რუსთავის "ოლიმპის" ყოფილი ნახევარმცველი გიორგი ფეიქრიშვილი გამოდის და კლუბის ერთ-ერთი ლიდერია.

ყაზახეთში აპირებს მუშაობას რუსთავის "გორდასა" და ბათუმის "დინამოს" ყოფილი მცველი ზურაბ არჩვაძე,
რომელიც იქ წლების განმავლობაში თამაშობდა. არჩვაძეს ყაზახეთის პირველი ლიგის კლუბ "ეკიბასტუზეცში" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად იწვევენ.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული