მაისურაძე ტორპედოელი გახდა

AutoSharing Option
ცხინვალის "სპარტაკის" ნახევარმცველი ნიკა მაისურაძე მეორე ეტაპიდან ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს თამაშს. 21 წლის ფეხბურთელის ქუთაისურ კლუბში გადასვლაზე ბოლო ორი კვირაა, ლაპარაკობენ, გუშინ კი ინფორმაცია თავად დაგვიდასტურა.

"ახლა შემიძლია გითხრათ, რომ "სპარტაკი" დავტოვე, ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელობას ყველა საკითხზე შევუთანხმდი და მეორე ეტაპზე ამ კლუბის ფორმას მოვირგებ", - გვითხრა მაისურაძემ.

ქუთაისის "ტორპედოში" მიიწვიეს ცხინვალის "სპარტაკის" კიდევ ერთი ფეხბურთელი შოთა კაშია. თუმცა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი "ტორპედოში" არ ითამაშებს.

"დაიწერა, თითქოს ქუთაისის "ტორპედოსთან" კონტრაქტი გავაფორმე, მაგრამ ეს არასწორი ინფორმაციაა.
ქუთაისელებს მართლაც ველაპარაკე, მაგრამ იქ თამაშზე უარი ვთქვი. ახლა მოლაპარაკებას რუსთავის "ოლიმპთან" ვაწარმოებ და უახლოეს პერიოდში გაირკვევა, ვითამაშებ თუ არა ამ კლუბში. რაც შეეხება თბილისის "დინამოში" ჩემს დაბრუნებას, ამაზე ვერაფერს გეტყვით, ჯერ ამის თაობაზე არც გვილაპარაკია", - ამბობს კაშია.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული