უკვე მერამდენე წელიწადია, ყოველი ტურის მერე "ლელო" "ტურის სიმბოლურ ნაკრებთან" ერთად "ტურის მწვრთნელსა" და "ტურის ფეხბურთელს" ასახელებს; გამონაკლისი, არც XXII ჩემპიონატი იყო, ოღონდ, მცირე შესწორებაც გვინდა შევიტანოთ: ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ ამ სეზონში მოხდა ისეთი რამ, რომ "ტურის ფეხბურთელი" არც ერთხელ დაგვისახელებია! ეგ კი არა, "თვის ნომინანტები" ოთხჯერ (აგვისტო, სექტემბერი,
მიმდინარე სეზონის კიდევ ერთი "უცნაურობა" ლეგიონერთა სიმცირეც არის, - ბოლო წლებში საქართველოს ჩემპიონატში იმდენი ლეგიონერი თამაშობდა, იმათგან საუკეთესოებს "ვარჩევდით" და სიმბოლურ ნაკრებსაც ვადგენდით. ახლა კი, უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ხუთმა ლეგიონერმა იასპარეზა: ედნილსონმა, ჯუისმა, რობერტინიომ (სამივე - "დინამო"), ბოიომომ, კლოვისმა (ორივე - "სპარტაკი").
ვიდრე პირველი ეტაპის რჩეულებს შემოგთავაზებთ, მანამდე იმას ვიტყვით, რომ 18-ვე მატჩში მონაწილეობა მიიღო 19-მა ფეხბურთელმა: როინ კვასხვაძემ, ზაალ ელიავამ, გიორგი ონიანმა, თორნიკე აფციაურმა, ნიკოლოზ გელაშვილმა (ყველა - "ზესტაფონი"), ირაკლი მოდებაძემ, ლაშა ჯაფარიძემ (ორივე - "ოლიმპი"), გიორგი ლორიამ, ლევან ხმალაძემ, გულვერდ თომაშვილმა (სამივე - "დინამო"), დაჩი ფოფხაძემ, სევასტი თოდუამ (ორივე - "ტორპედო"), ჯაბა ლიპარტიამ, ბესიკ ჩიმაკაძემ (ორივე - "ვიტ ჯორჯია"), ლაშა ნოზაძემ ("სიონი"), შოთა ჩომახიძემ ("სამტრედია"), შოთა კაშიამ, თეიმურაზ შონიამ, ლევან ჭაფოძემ (სამივე - "სპარტაკი"). როგორც ამჩნევთ, ამ სიაში "ბაიას" და "კოლხეთის" არც ერთი ფეხბურთელი არ არის; თუმცა ეს ფაქტი არავის უნდა გაუკვირდეს - სეზონის დაწყებიდან სულ მოკლე დროში ორივე გუნდს ხომ სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა და, აქედან გამომდინარე, უამრავი საკადრო ცვლილებებიც მოხდა.
სხვათა შორის, ზემოთნახსენები 19 ფეხბურთელიდან მხოლოდ ექვსია ისეთი, პირველი ეტაპის 18-ვე მატჩი შეუცვლელად რომ ჩაატარა: როინ კვასხვაძე, გიორგი ლორია, გულვერდ თომაშვილი, სევასტი თოდუა, ლაშა ნოზაძე, ლევან ჭაფოძე.
ახლა კი ნომინანტებზეც ვისაუბროთ და, უპირველესად, მწვრთნელები უნდა ვახსენოთ. "ტურის მწვრთნელად" კოლეგებში საუკეთესო მაჩვენებელი კახა კაჭარავას აქვს - ამჯერადაც "დინამოს" თავკაცს ეს პატივი ოთხჯერ ერგო. სამ-სამჯერ დავასახელეთ, "ტურის მწვრთნელებად" გია გეგუჩაძე ("ზესტაფონი") და გელა სანაია ("სამტრედია"). თუმცა, პირველი ეტაპის გამარჯვებული გუნდის თავკაცს კოლეგებთან სხვა უპირატესობა აქვს - განვლილი ოთხი თვის განმავლობაში გეგუჩაძე ორჯერ მივიჩნიეთ "თვის მწვრთნელად". მოკლედ, პირველი ეტაპის საუკეთესო მწვრთნელად გია გეგუჩაძის დასახელება, ალბათ, საკამათო არავისთვის უნდა იყოს.
მეკარეებში საუკეთესო შედეგი გიორგი ლორიას ("დინამო") და ლაშა ძაგანიას ("სამტრედია") ჰქონდათ - სამ-სამჯერ მოხვდნენ ტურის სიმბოლურ ნაკრებში. ამ შემთხვევაშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა "თვის სიმბოლურ ნაკრებს" მივანიჭეთ და აქედან გამომდინარე, ლორია უკონკურენტოა - ორჯერ მივიჩნიეთ თვის საუკეთესო მეკარედ. საერთოდაც, აწ უკვე საქართველოს ნაკრების მეკარეს სხვა ჩინებული შედეგითაც შეუძლია იამაყოს: უმაღლეს ლიგაში ყველაზე ნაკლები გოლი თბილისის "დინამოს" აქვს გაშვებული და ყოველივე ეს, რაღა თქმა უნდა, გიორგი ლორიას უდიდესი დამსახურებაც არის.
აი, მცველებს შორის კი გამოკვეთილი ლიდერი გვყავს: ქუთაისის "ტორპედოს" მცველი თენგიზ ჩიკვილაძე მართლაც გამორჩეულ სეზონს ატარებს და თანაამპლუელებს შორის საუკეთესო შედეგიც აქვს. ეგ კი არა, ჩიკვილაძე, საერთოდაც, აბსოლუტური ლიდერია - "ტურის სიმბოლურ ნაკრებში" შვიდჯერ მოხვდა! აქვე, იმასაც შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე ქუთაისის "ტორპედოს" საუკეთესო ბომბარდირი სწორედ თენგიზ ჩიკვილაძეა; თუმცა ამპლუით მცველისთვის ყოველივე არახალი ამბავია და ანალოგიურ ფაქტებს ვაწყდებოდით ამ გოლიადორი მცველის ყოფილ გუნდებშიც ("ოლიმპი", "დინამო").
ნახევარმცველებს შორის საუკეთესო შედეგი რევაზ გეწაძეს აქვს - "ოლიმპის" 25 წლის მარცხენაფლანგელი, ჩიკვილაძის მსგავსად, მართლაც გამორჩეულ სეზონს ატარებს და თავისი გუნდის ერთ-ერით უპირობო ლიდერიც გახლავთ. სხვათა შორის, გეწაძეს, შესაძლოა, უფრო უკეთესი შედეგიც ჰქონდა, მაგრამ ტრავმის გამო რამდენიმე მატჩის გამოტოვებამ მოუწია.
თავდამსხმელებს შორის საუკეთესო შედეგი ერთდროულად ორ ფორვარდს აქვს, ოღონდ, თუ ჯაბა ლიპარტია ("ვიტ ჯორჯია") სეზონის დასაწყისში უფრო გამოირჩეოდა. აი, ნიკოლოზ გელაშვილმა პირველი ეტაპის დასკვნითი ეტაპი ჩაატარა შთამბეჭდავად. ნურც ირაკლი მოდებაძეს დავუკარგავთ გარჯას - "ოლიმპის" ახალწვეულმა სეზონი "მძიმედ" დაიწყო, მაგრამ უკვე სექტემბრიდან "ტემპი აკრიფა" და საქართველოს ნაკრებში გამოძახებაც დაიმსახურა. ისე, ფორვარდებზე ვსაუბრობთ და, რაღა თქმა უნდა, რატი წინამძღვრიშვილიც უნდა ვახსენოთ: ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა მეტოქეთა კარში ათი გოლი გაიტანა და ათივეჯერ შეცვლაზე შესულმა გამოიჩინა თავი...
ტურის ნომინანტები
მწვრთნელები
კახა კაჭარავა ("დინამო")-4, გია გეგუჩაძე ("ზესტაფონი")-3, გელა სანაია ("სამტრედია")-3, თემურ მახარაძე ("ოლიმპი")-2, ბესიკ შეროზია ("კოლხეთი")-1, გიორგი ყიფიანი ("სიონი")-1, გია გიგატაძე ("ტორპედო")-1, ბადრი კვარაცხელია ("სპარტაკი")-1, რამაზ მუმლაძე ("ოლიმპი")-1, მერაბ კოჭლაშვილი ("ვიტ ჯორჯია")-1.
მეკარეები
გიორგი ლორია ("დინამო")-3, ლაშა ძაგანია ("სამტრედია")-3, როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი")-2, მინდია ბობღიაშვილი ("სიონი")-2, მაქსიმე ქვილითაია ("ტორპედო")-2, სოსო გრიშიკაშვილი ("სპარტაკი")-2, გიორგი სომხიშვილი ("ბაია")-1, ზურაბ ბათიაშვილი ("ოლიმპი")-1, გრიგოლ ბედიაშვილი ("ოლიმპი")-1, გიორგი ძაძამია ("ვიტ ჯორჯია")-1.
მცველები
თენგიზ ჩიკვილაძე ("ტორპედო")-7, გულვერდ თომაშვილი ("დინამო")-5, ლევან ხმალაძე ("დინამო")-5, ალექსანდრე კვახაძე ("ოლიმპი")-4, გიორგი რეხვიაშვილი ("ოლიმპი")-4, ზაალ ელიავა ("ზესტაფონი")-3, ნიკა კვესკვესკირი ("ბაია")-3, ალექსანდრე ინწკირველი ("კოლხეთი")-3, გივი დიდავა ("სიონი")-3, როინ ონიანი ("ბაია")-3, სერგი ორბელაძე ("სიონი")-3, ლევან კაკუბავა ("დინამო")-3, გიგა ბეჭვაია ("ვიტ ჯორჯია")-2, დათა რიგვავა ("ბაია")-2, თემურ ფარულავა ("ტორპედო")-2, დავით ლომაია ("ვიტ ჯორჯია")-2, ლაშა ჯაფარიძე ("ოლიმპი")-2, კახა ალადაშვილი ("ზესტაფონი")-2, თემურ ღონღაძე ("ოლიმპი")-2, სევასტი თოდუა ("ტორპედო")-2, გიორგი ონიანი ("ზესტაფონი")-1, გია კვარაცხელია ("დინამო")-1, პაატა ცხვიტარია ("კოლხეთი")-1, გიორგი თარგამაძე ("სიონი")-1, დაჩი ფოფხაძე ("ტორპედო")-1, გიორგი ხიდეშელი ("ზესტაფონი")-1, გურამ ადამაძე ("ვიტ ჯორჯია")-1, სპარტაკ გოგია ("სამტრედია")-1, ლევან ჭაფოძე ("სპარტაკი")-1.
ნახევარმცველები
რევაზ გეწაძე ("ოლიმპი")-6, ბუბა დაუშვილი ("ზესტაფონი")-5, თორნიკე აფციაური ("ზესტაფონი")-5, დავით მუჯირი ("დინამო")-4, შოთა ჩომახიძე ("სამტრედია")-4, ირაკლი კლიმიაშვილი ("ვიტ ჯორჯია")-3, თეიმურაზ შონია ("სპარტაკი")-3, ვლადიმერ უგრეხელიძე ("სიონი")-3, გიორგი ქავთარაძე ("ოლიმპი")-3, ალექსანდრე კოშკაძე ("დინამო")-3, დათა სიჭინავა ("კოლხეთი")-3, დავით ბოლქვაძე ("ოლიმპი")-2, ირაკლი ლეკვთაძე ("დინამო")-2, ლაშა ნოზაძე ("სიონი")-2, ლუკა გუგუჩია ("ბაია")-2, ნიკოლოზ კვასხვაძე ("ტორპედო")-1, ირაკლი ლილუაშვილი ("დინამო")-1, ლაშა ვაშაკიძე ("სიონი")-1, გიორგი სილაგავა ("კოლხეთი")-1, მერაბ გიგაური ("ტორპედო")-1, თორნიკე თარხნიშვილი ("ტორპედო")-1, თორნიკე გორგიაშვილი ("ზესტაფონი")-1, დავით კირკიტაძე ("სამტრედია")-1, შოთა გრიგალაშვილი ("ზესტაფონი")-1, ვალერი ბოლქვაძე ("სპარტაკი")- 1, მიხეილ ბარაბაძე ("სპარტაკი")-1, ლაშა ქებაძე ("სამტრედია")-1, ლევან ბაკურაძე ("სამტრედია")-1, ნიკოლოზ მაისურაძე ("სპარტაკი")-1.
თავდამსხმელები
ჯაბა ლიპარტია ("ვიტ ჯორჯია")-6, ნიკოლოზ გელაშვილი ("ზესტაფონი")-6, ირაკლი მოდებაძე ("ოლიმპი")-5, რატი წინამძღვრიშვილი ("ზესტაფონი")-4, რობერტინიო ("დინამო")-2, ვახტანგ კვარაცხელია ("ვიტ ჯორჯია"/"ტორპედო")-2, გიორგი მეგრელაძე ("ბაია")-2, ჯაბა დვალი ("ზესტაფონი")-2, გიორგი ბერიაშვილი ("ოლიმპი")-2, დონალდ ჯუისი ("დინამო")-1, მიხეილ კაკალაძე ("სამტრედია")-1, ლაშა კემუხტაშვილი ("ტორპედო")-1, პაატა ბაკარანძე ("სამტრედია")-1, გიგა კვერენჩხილაძე ("სამტრედია")-1, ნიკოლოზ საბანაძე ("ტორპედო")-1, ბესიკ დეკანოიძე ("სპარტაკი")-1, ვილი ისიანი ("სიონი")-1, ლევან წურწუმია ("ბაია")-1, მათე ვაწაძე ("დინამო")-1, ირაკლი ეხვაია ("ბაია")-1.
თვის ნომინანტები
მწვრთნელები
გია გეგუჩაძე ("ზესტაფონი")-2, კახა კაჭარავა ("დინამო")-1, გია გიგატაძე ("ტორპედო")-1, ბესიკ შეროზია ("კოლხეთი")-1.
მეკარეები
გიორგი ლორია ("დინამო")-2, გიზო შენგელია ("კოლხეთი")-1, ომარ მიგინეიშვილი ("ტორპედო")-1;
მცველები
თენგიზ ჩიკვილაძე ("ტორპედო")-3, გულვერდ თომაშვილი ("დინამო")-2, ნიკა კვეკვესკირი (ბია")-2, გიორგი რეხვიაშვილი ("ოლიმპი")-2, ალექსანდრე კვახაძე ("ოლიმპი")-1, ზაალ ელიავა ("ზესტაფონი")-1, გია კვარაცხელია ("დინამო")-1, დათა რიგვავა ("ბაია")-1, ლევან ხმალაძე ("დინამო")-1, მიხეილ მახვილაძე ("კოლხეთი")-1, ალექსანდრე ინწკირველი ("კოლხეთი")-1.
ნახევარმცველები: რევაზ გეწაძე ("ოლიმპი")-3, ბუბა დაუშვილი ("ზესტაფონი")-2, თორნიკე აფციაური ("ზესტაფონი")-2, ალექსანდრე კოშკაძე ("დინამო")-1, დათა სიჭინავა ("კოლხეთი")-1, ირაკლი კლიმიაშვილი ("ვიტ ჯორჯია")-1, ირაკლი ლეკვთაძე ("დინამო")-1, შოთა ჩომახიძე ("სამტრედია")-1, თეიმურაზ შონია ("სპარტაკი")-1, დავით კირკიტაძე ("სამტრედია")-1, დავით მუჯირი ("დინამო")-1, გიორგი ქავთარაძე ("ოლიმპი")-1.
თავდამსხმელები
ნიკოლოზ გელაშვილი ("ზესტაფონი")-2, ჯაბა ლიპარტია ("ვიტ ჯორჯია")-2, ირაკლი მოდებაძე ("ოლიმპი")-1, გიორგი მეგრელაძე ("ბაია")-1, ვახტანგ კვარაცხელია ("ვიტ ჯორჯია")-1, რატი წინამძღვრიშვილი ("ზესტაფონი")-1.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"