ზამთრის სატრანსფერო პერიოდი ახალი დაწყებულია, ქუთაისის "ტორპედომ" კი, ალბათ, სასურველი ფეხბურთელების უმრავლესობა უკვე დაიმატა.
"ტორპედოს" პრეს-სამსახურის ინფორმაციით, კლუბის მორიგი შენაძენი საქართველოს ნაკრების ყოფილი კანდიდატი ირაკლი დოლიძეა. ირაკლი ბოლოს ზუგდიდის "ბაიაში" თამაშობდა, მაგრამ კლუბი ფინანსური პრობლემების გამო დატოვა.