კლუბის საღორიის ბაზაზე გუშინ გამოცხადდნენ: მიგინეიშვილი, ქვილითაია, კუპატაძე, ჩიკვილაძე, ლომაშვილი, ბაკურაძე, კირკიტაძე, მაისურაძე, ქებაძე, მაჭავარიანი, გიგაური, ჩხეტიანი, ფარულავა, კვარაცხელია, თარხნიშვილი, დათუნაიშვილი, კემუხტაშვილი, გურული, მეგრელაძე, გოცირიძე, ფოფხაძე, თოდუა, დოლიძე, ანდრიაძე, გუგუჩია.
სხვადასხვა მიზეზის გამო ვარჯიშს დააკლდნენ წურწუმია, დიღმელაშვილი და საბანაძე. ფეხბურთელები მალე ორჯერად ვარჯიშზე გადავლენ და 21 იანვრამდე ბაზაზე მოემზადებიან, შემდეგ კი შეკრებას ანთალიაში გაივლიან.
ქუთაისელებისთვის კარგად ნაცნობი გია მეგრელაძის მშობლიურ გუნდში
მეგრელაძის გარდა, "ტორპედოში" კიდევ ბევრი ახალწვეულია - ნიკოლოზ გუგუჩია, ლევან წურწუმია, ირაკლი დოლიძე (ყველა - "ბაია"), დავით კირკიტაძე, ლევან ქებაძე (ორივე - "სამტრედია"), ნიკოლოზ მაისურაძე ("სპარტაკი"), რევაზ გოცირიძე ("სიონი") და გიგა ანდრიაძე.
ქუთაისის "ტორპედო"კირკიტაძეების გარეშე ვერ ძლებს - გაშვებული ლევან კირკიტაძის ნაცვლად "სამტრედიადან" 17 წლის დავით კირკიტაძე დაიმატეს, ნიჭიერი და პერსპექტიული შემტევი ნახევარმცველი.
ქართველი გულშემატკივრისთვის უცნობი ფეხბურთელია გიგა ანდრიაძე. როგორც გვითხრეს, 1992 წელს დაბადებული პლეიმეიკერი ბოლოს "ლაციოს" ასაკობრივ გუნდში ვარჯიშობდა და ქუთაისში რეკომენდაციით მიიღეს. "ლაციოს" ოფიციალურ ვებგვერდზე ასეთი გვარის ფეხბურთელი ვერ აღმოვაჩინეთ და ვერც ის დავაზუსტეთ, "ლაციოში" იყო თუ მის ფარმ-კლუბში.
ამასობაში კი ქუთაისის "ტორპედოს" ბაზაზე და ცენტრალურ სტადიონზე საფარს ცვლიან.
ორივეგან სამუშაოები თებერვლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
.