დილა-ვიტ ჯორჯია 4:2 - უხვგოლიანი სპარინგი გორში

AutoSharing Option
20 იანვარს, გორში "დილასა" და "ვიტ ჯორჯიას" ამხანაგური მატჩი გაიმართა. გორელები, მეორე წრისთვის სამზადისის პროგრამით, საქართველოში კიდევ რამდენიმე სპარინგის გამართვას აპირებენ, რის შემდეგაც ანტალიას მიაშურებენ ორკვირიან შეკრებაზე და იქვე ამხანაგურ თამაშებსაც ჩაატარებენ.

რაც შეეხება გუშინდელ მატჩს: "დილა" მეტოქეს გორის კულტურისა და დასვენების პარკის ხელოვნურსაფარიან მოედანზე დაუხვდა.

თამაში მასპინძელთა სოლიდური უპირატესობითა და მათივე სწრაფი გოლით დაიწყო. მე-4 წუთზე ჯონი შეროზიამ საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა. არბიტრმა ბაკურ ნინუამ საჯარიმო დარტყმა დანიშნა. გიორგი სეთურიძემ ბურთი მეკარის საჯარიმოსთან ჩააწოდა, ხოლო ირაკლი მოდებაძემ ზუსტად დაარტყა
- 1:0.

მე-18 წუთზე სეთურიძემ თავადაც გაიტანა (ლაშა ჯაფარიძის პასით) - 2:0. კიდევ ორ წუთში მოდებაძემ ერთხელაც დაამწუხრა შეროზია - 3:0.

სტუმრებმა ამის მერეღა შეძლეს ერთი ბურთის გაქვითვა: 35-ე წუთზე ომარ მიგინეიშვილის კარში გოლი ნიკოლოზ მაისურაძემ შეაგდო.

ტაიმის მიწურულს კი გორელებმა მეოთხედაც აიღეს მეტოქის კარი. თავი ისევ მოდებაძემ გამოიჩინა - 4:1.

შესვენების შემდეგ მხოლოდ ერთი გოლი გავიდა - მეორე ტაიმის დასაწყისში კახა კახაბრიშვილმა იხეირა და საბოლოო ანგარიში (4:2) დააფიქსირა.

24 იანვარს გორი კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას უმასპინძლებს: "დილა" რუსთავის "მეტალურგთან" მოსინჯავს ძალებს. 27 იანვარს გორელები სტუმრად ბოლნისის "სიონს" შეხვდებიან, ხოლო შემდეგ თურქეთისკენ აიღებენ გეზს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დილა მაგარია ულოცავ მოგებას.გორელიშვილი კი თურქეთში დახვდება.
merabi
14:27 21-01-2015
0
წარმატებები დილას..გორელიშვილის რა ისმის?აღარ ვიმატეებთ?
gori
13:07 21-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული