გიორგი ფოფხაძე დინამოში ვარჯიშობს

AutoSharing Option
ახალი წლის დღეების შემდეგ თბილისის "დინამო" 3 იანვარს შეიკრიბა. გუნდის თავკაცმა კახა კაჭარავამ ახალ თანაშემწე ზაურ სვანაძესთან ერთად გუშინ ორჯერ ავარჯიშა გუნდი.

დინამოელთა შორის ახალი სახეებიც გამოჩნდნენ. გუნდს დაუბრუნდა ნახევარმცველი შოთა კაშია. მან ჩემპიონატის პირველი ეტაპი ცხინვალის "სპარტაკში" გაატარა, დაცვაშიც ითამაშა,  ნახევარდაცვაშიც და 18 შეხვედრაში ერთი ბურთი გაიტანა.

კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელი, 24 წლის მარცხენა მცველი გიორგი ფოფხაძეა, რომელიც ჭაბუკობაში სწორედ "დინამოში" თამაშობდა, შემდეგ "თბილისში" გამოდიოდა, მერე საბერძნეთს, პირეოსის "ოლიმპიაკოსს" მიაშურა, სადაც 9 მატჩი ითამაშა. 2006 წლიდან კი დანიურ "ვიბორგში"
იყო და 92 შეხვედრა ჩაატარა. მას ახალგაზრდულ ნაკრებში 15 მატჩი, ხოლო ეროვნულში 7 შეხვედრა უთამაშია. იმასაც შეგახსენებთ, რომ ფოფხაძით ავსტრიული "შტურმი" და დანიური "ოლბორგია" დაინტერესებული. "დინამოში" მისი დარჩენა-არდარჩენის საკითხი რამდენიმე დღეში გადაწყდება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული