რომან ფიფია დიდი რეფორმების გატარებას გეგმავს

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" დიდი ცვლილებების მოლოდინშია. თუმცა კლუბის ჯერაც არაოფიციალური ახალი მეპატრონე რომან ფიფია და ხელმძღვანელები, მურთაზ შელია და მიხეილ ჯიშკარიანი მნიშვნელოვან საკადრო ნაბიჯებზე არაფერს ამბობენ. ფიფია კლუბის გადაფორმების შემდეგ გეგმავს დიდ საკადრო ცვლილებებს.

ჯერ კლუბში ოფიციალურად არც რამაზ მუმლაძის მისვლა დასტურდება. თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ კახა კაჭარავამ "დინამოს" დუბლებში მუშაობა შესთავაზა.

სიახლეა მხოლოდ სამედიცინო პერსონალში - ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაოდ ცნობილმა ექიმმა მერაბ ვარძუკაშვილმა გია მაზავრიშვილი შეცვალა. იგი ბოლო წლებში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ექიმი გახლდათ.

ჯერ არ გადაწყვეტილა, დარჩება თუ
არა კლუბში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია. დეკემბრიდან მოყოლებული გვესმის, რომ 24 წლის პერსპექტიულ მეკარეს უცხოეთში იწვევენ. დაგვისახელეს გერმანული და იტალიური კლუბები, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერი გარკვეულა. ისევე, როგორც ალეკო კოშკაძეზე, რომლის ტრანსფერიც დეკემბერში ლამის განხორციელებულად გამოაცხადეს.

თუმცა სიახლეები აუცილებლად იქნება და თან მეტად სერიოზული - რაც მთავარია, არის დიდი და რეალური იმედები. რომან ფიფია კლუბში დიდი რეფორმების გატარებას გეგმავს. ფეხბურთელებიც ამის იმედად არ ჩქარობენ წასვლას. არადა, ბოლო წლებში ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"




.


მკითხველის კომენტარები / 1 /
როდის გვეღირსება ქართული ფეხბურთის ფლაგმანის დინამო თბილისის აღზევება. მოუთმენლად ველით და იმედია მალე დადგება ეს სანუკვარი დღე
temuri
18:37 06-01-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული