ქობულეთის "შუქურას" თავკაცის პოსტზე კონსტანტინ ფროლოვს გელა სანაია შეცვლის

AutoSharing Option
ფოტოზე: გელა სანაია

როგორც ცნობილი გახდა, "შუქურას" მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ფროლოვმა სოციალურ გვერდზე ქობულეთელ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა, კლუბს წარმატებები უსურვა და პოსტი დატოვა.

უკრაინელი მესამე სპეციალისტია, რომელმაც ამ სეზონში "შუქურას" მთავარ მწვრთნელად იმუშავა. ჩემპიონატი ბესიკ შეროზიამ დაიწყო, მერე საქმე ამირან გოგიტიძემ გააგრძელა, რომელიც ნოემბერში ფროლოვმა შეცვალა.

ახლა კი, "ლელოს" ინფორმაციით, "შუქურას" ახალ მწვრთნელად გელა სანაია იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა სპეციალისტი მიმდინარე სეზონში "სამტრედიას" წვრთნიდა. მან გუნდი ნოემბერში დატოვა.

ამასობაში "შუქურამ" თურქულ შეკრებაზე საკონტროლო მატჩი სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის"  დუბლშემადგენლობასთან გამართა და ანგარიშით
3:2 გაიმარჯვა. 8 თებერვალს ჩატარებულ სპარინგში ქობულეთელთაგან ჰეთ-თრიქი მერაბ კოპალიანმა შეასრულა.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უცნაურია, რომ მთავარი მწვრთნელი გუნდიდან მოსამზადებელ პერიოდში მიდის. ბავშვის დაბადების მიზეზი არადამაჯერებელი ჩანს - ამ ლოგიკით ფროლოვი არც კი დათანხმდებოდა "შუქურაში" დანიშვნას სამი თვის წინ. სხვათაშორის, ჩვენს სპორტულ პრესას არ გაუშუქებია "ტირასპოლთან" ქობულეთელთა 1-4 მარცხი.
იმედია მალე გავიგებთ ამ მორიგი საკადრო ცვლილების ნამდვილ მიზეზს. ისე კი სექტემბერში, როცა შეროზია გაათავისუფლეს თანამდებობიდან, კლუბს ჯერ წაგებაც არ ჰქონდა...
gorgin
09 თებერვალი 2015 12:24
0

სიახლეები პოპულარული