მატჩების ჩაწყობაში ეჭვმიტანილ მსაჯებს საპროცესო გაუფორმეს

AutoSharing Option
10 თებერვალს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩების ჩაწყობაში ეჭვმიტანილი მსაჯების სასამართლო პროცესი გაიმართა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყველა მსაჯთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. 8 დაკავებული მსაჯიდან ხუთს (ალექსანდრე გუნთაძე, ზვიად ასკარ-ოღლი, თეიმურაზ ხუჭუა, თორნიკე გვანცელაძე, ირაკლი ურუშაძე) დაკავებიდან 9 თვის განმავლობაში საკანში დარჩენა მოუწევს. მათ ასევე მოუწევთ 3-3 ათასი ლარის გადახდა.

ახლა დანარჩენ სამ არბიტრზე ვთქვათ: ონისე მოლოდინაშვილს წლითა და 2 თვით შეეფარდა პატიმრობა, პლუს ამას, 2 000 ლარსაც გადაიხდის.

ოთარ ხეცაძესა და მამუკა ურუშაძეს ერთწლიანი სასჯელი შეეფარდათ; ამასთან, ხეცაძეს 15 000 ლარის, ხოლო
ურუშაძეს 10 000 ლარის გადახდა ეკისრებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რადგინდა გამოიტვანენ და კიდე ამსაჯებენ..მე და ჩემ გუნდს არცერთს გავაკარებ
baleshiki
09:38 13-02-2015
0
ამათ ფონზე ბევრს პაჟიზნენი ეკუთვნის.
dato
12:01 11-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული