ზესტაფონი შაბათს შეიკრიბება

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგის გუნდების ნაწილი უკვე შეიკრიბა და მზადებას შეუდგა. თასის ნახევარფინალისტი და ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტი "ზესტაფონი" კი თბილისში შეიკრიბება და ორდღიან სამედიცინო შემოწმებას გაივლის, 10 იანვრიდან კი მშობლიურ ბაზაზე შეუდგება ვარჯიშს.

ზესტაფონელებმა ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი ორ ეტაპად დაყვეს: გუნდი 10-23 იანვარს შინ მოემზადება, 25 იანვარს კი ესპანეთში გაემგზავრება, სადაც თებერვლამდე ორ ან სამ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

2 თებერვლიდან კი "ზესტაფონი" "მარბელას თასის" გათამაშებაში იასპარეზებს. ტურნირზე სულ რვა გუნდი ითამაშებს - იმერელთა გარდა მოსკოვის ცსკა, კრასნოდარის "ყუბანი", დონეცკის "შახტარი", დნეპროპეტროვსკის "დნიპრო",
ვარშავის "პოლონია", პრაღის "სპარტა" და პლოვდივის "ლოკომოტივი".




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული