სეზონის განახლებისთვის მზადებას განაგრძობს ბოლნისის "სიონი", თუმცა კვლავაც მთავარი მწვრთნელის გარეშე - ქვემოქართლელთა გუნდის თავკაცი გიორგი ყიფიანი მცირე ხნით ისრაელში გაემგზავრა და ჯერ არ დაბრუნებულა. მანამდე კი ბოლნისელებს გიორგი ყიფშიძე ავარჯიშებს და ცხინვალის "სპარტაკთან" ამხანაგურ შეხვედრაშიც ის ხელმძღვანელობდა გუნდს.
"სიონში" ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ. ნახევარმცველებს, ირაკლი ჩირიკაშვილსა და 23 წლის გიორგი რეხვიაშვილს (რუსთავის ოლიმპელის სეხნია და მოგვარე), მცველი ალექსანდრე ინწკირველი და თავდამსხმელები, რევაზ ჯიქია და სანდრო იაშვილი დაემატნენ. თუმცა მათი გუნდში დარჩენა-არდარჩენის საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა.
ბოლნისელთა გეგმაში მოსამზადებელი შეკრებაცაა -
შვიდ-რვა დღეში "სიონი", სავარაუდოდ, ურეკში მოემზადება, თუმცა შეკრების დეტალები ჯერ კიდევ გასარკვევია.