ოლიმპში შვეიცარიელი მწვრთნელი იმუშავებს

AutoSharing Option
რუსთავის "ოლიმპში" ფიზმომზადების შვეიცარიელი სპეციალისტი იმუშავებს. ეს ინფორმაცია კლუბში დაგვიდასტურეს, თუმცა მისი ვინაობა და ნამსახურებათა ნუსხა ჯერ ვერ დავაზუსტეთ.

ამასობაში საქართველოს ჩემპიონი რუსთავში მზადებას აგრძელებს. მთავარ მწვრთნელ თორნიკე მაისურაძეს ჯერ არავინ დაუმატებია და არც არავინ გაუშვია, თუ არ ჩავთვლით მეკარე გრიგოლ ჭანტურიას და თავდამსხმელ გიორგი ბერიაშვილის გაშვების უკვე ცნობილ ამბებს.

თუმცა სიახლეები მალე აუცილებლად იქნება. გუნდთან ვარჯიშობს თავდამსხმელი გიორგი მოდებაძე, მაგრამ ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებია. ერთხელ ივარჯიშა და აღარ გამოჩენილა აზერბაიჯანიდან დაბრუნებული ნახევარმცველი გიორგი სეთურიძე.

პირველ საკონტროლო შეხვედრას "ოლიმპი" 12
იანვარს რუსთავში ბოლნისის "სიონთან" გამართავს, 20 იანვარს კი რუსთაველები ანთალიაში გაემგზავრებიან, სადაც 1 თებერვლამდე ივარჯიშებენ. თურქეთში ჩემპიონები ოთხ საკონტროლო მატჩს გეგმავენ: ბულგარულ "ჩერნო მორესთან", "აკადემიკთან", შვეიცარიულ "კიასოსთან" და რუმინულ "ვიქტორიასთან" თამაშები შეთანხმებულია, ავსტრიულ "ზალცბურგთან" და "ალტახთან" კი მოლაპარაკებები გრძელდება.






.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული