გუშინ სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება დაიწყო "ზესტაფონმა", რომლის რიგებში ორი ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა, ორივე ხორვატი - 24 წლის მცველი გორან გრუიცა და 23 წლის ნახევარმცველი მარინ ვუჩემილოვიჩ-გრგიჩი. მათ აქამდე მხოლოდ ხორვატიულ კლუბებში უთამაშიათ, "ზესტაფონში" ტესტირებაზე არიან და გუნდში მათი დარჩენა-არდარჩენის საკითხი მზადების პერიოდში გაირკვევა.
გია გეგუჩაძე დღეიდან ორჯერ ავარჯიშებს შეგირდებს, 25 იანვარიდან კი გუნდი მოსამზადებელ შეკრებაზე ესპანეთში გაემგზავრება.
.