მას შემდეგ საკითხი რამდენჯერმე გახდა აქტუალური. თითქოს გადაწყვეტილიც იყო პროფლიგის ან მსგავსი სტრუქტურის აღდგენა. 2013 წლიდან მოყოლებული, კლუბები რამდენჯერმე შეიკრიბნენ და ამ საკითხზე შეთანხმებას ცდილობდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, საერთო ენა ვერ გამონახეს, რის გამოც საქმეს საშველი არა და არ დაადგა. სახელმწიფო კლუბებს კერძოთა ინიციატივები არ მოსწონდათ და - პირიქით.
პროფლიგის აღდგენაზე იმდენს ლაპარაკობენ, ვერც ერთი
ახლა კლუბებს გაერთიანების მორიგი მცდელობა აქვთ. ეს ამბავი ლანჩხუთის "გურიის" სპორტულმა დირექტორმა ედიშერ ჟორდანიამ გაგვიმხილა.
"იანვარში ფეხბურთის ფედერაციაში კლუბების წარმომადგენლებს უეფამ სემინარი ჩაგვიტარა კონტრაქტებისა და სხვა იურიდიული საკითხების შესახებ. სწორედ მათ გვირჩიეს, რომ ჩამოგვეყალიბებინა კლუბების გაერთიანება, რომელიც ევროპაში არსებულ მსგავს ორგანიზაციებთან ითანამშრომლებდა და თითოეული ქართული კლუბის საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდიდა.
ამას გარდა, მართალი გვითხრეს, რომ ასე ევროპულ ასოციაციებთან კავშირსაც უფრო იოლად დავამყარებდით.
ეს იდეა კლუბების უმრავლესობას მოეწონა. წინააღმდეგი არავინ აღმოჩნდა, მაგრამ ჯერ მოლაპარაკებები მიდის და ნაადრევია იმის თქმა, რომ ორგანიზაცია აუცილებლად დაფუძნდება", - ამბობს ჟორდანია.
მოლაპარაკებებშია ჩართული ქუთაისის "ტორპედოს" იურისტი ზურაბ ჩაკვეტაძეც:
"ამის შემდეგ კლუბების წარმომადგენლები უეფას კიდევ ერთ სემინარზე შევიკრიბეთ და მაშინაც იგივე სურვილი გამოითქვა. მაგრამ ერთია ჩანაფიქრი, მეორეა - რამდენად ქმედითუნარიანი ორგანიზაცია ჩამოყალიბდება, ექნება თუ არა წონა და საკითხების მოგვარების უნარი.
10-მა კლუბმა მაინც უნდა გამოხატოს მყარი სურვილი, რომ კლუბების ასოციაცია ჩამოყალიბდეს.
არადა, ეს ჩვენს ფეხბურთს, უმაღლეს ლიგასა და თითოეულ კლუბს სჭირდება, რადგან ორგანიზებულად და ერთიანობით ჩვენ წინაშე არსებულ არაერთ პრობლემას გაცილებით ადვილად მოვაგვარებთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ოღონდ დასაბუთებულად...
ის რომ სადღაც რომელიმე ქვეყანაში ასეა და იმიტომ უნდა შევქმნათ და მსგავსი არგუმენტები არ მიიღება...))
ის რომ კლუბებმა თვითონ გადაწყვიტონ გარკვეული საფეხბურთო საკითხები არც ეგ არ მიიღება, იმიტომ რომ ამისთვის არსებობს უმაქნისი მაგრამ მაინც ფედერაცია...
ის რომ მოიზიდონ სპონსორები ეგეც ფედერაციან შეუძლია და არც ეგ არგუმენტი მიიღება...
თუ ვინმეს გაორებული სტრუქტურების შექმნა და თანამდებობა უნდა ეგ დილეტანტიზმი, მავნებლობა და თაღლითობაა...
ერთი მიმართულებაც კი არ არსებობს ფეხბურთში რომელიც შეიძლება გადაწყვიტოს ლიგამ და ეს მიმართულება არ იყოს ფეხბურთის ფედერაციის კომპეტენცია...
ხოდა აბა მაშინ რათა? რათა? რათა?
მეტი პრობლემა არ არსებობს ჩვენს ფეხბურთში რომ რაღაც ვითომ ლამაზ იდეას და სინამდვილეში უსარგებლოს არ ვითხოვდეთ...