სურვილი ერთია, მაგრამ... კლუბები პროფლიგაზე ისევ დაფიქრდნენ

AutoSharing Option
საქართველოში კლუბების პირველი გაერთიანება 2004-10 წლებში ჩამოყალიბდა. პროფესიული ფეხბურთის ლიგა დაარსების დღიდანვე კრეატიული იდეების განმახორციელებელი იყო და კარგ საქმეებსაც აკეთებდა. მერე კი ფეხბურთის ფედერაციამ უფუნქციოდ დატოვა...

მას შემდეგ საკითხი რამდენჯერმე გახდა აქტუალური. თითქოს გადაწყვეტილიც იყო პროფლიგის ან მსგავსი სტრუქტურის აღდგენა. 2013 წლიდან მოყოლებული, კლუბები რამდენჯერმე შეიკრიბნენ და ამ საკითხზე შეთანხმებას ცდილობდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, საერთო ენა ვერ გამონახეს, რის გამოც საქმეს საშველი არა და არ დაადგა. სახელმწიფო კლუბებს კერძოთა ინიციატივები არ მოსწონდათ და - პირიქით.

პროფლიგის აღდგენაზე იმდენს ლაპარაკობენ, ვერც ერთი
მობილური ოპერატორის უსასრულო-ულიმიტო ტარიფი ვერ გაუძლებდა.

ახლა კლუბებს გაერთიანების მორიგი მცდელობა აქვთ. ეს ამბავი ლანჩხუთის "გურიის" სპორტულმა დირექტორმა ედიშერ ჟორდანიამ გაგვიმხილა.

"იანვარში ფეხბურთის ფედერაციაში კლუბების წარმომადგენლებს უეფამ სემინარი ჩაგვიტარა კონტრაქტებისა და სხვა იურიდიული საკითხების შესახებ. სწორედ მათ გვირჩიეს, რომ ჩამოგვეყალიბებინა კლუბების გაერთიანება, რომელიც ევროპაში არსებულ მსგავს ორგანიზაციებთან ითანამშრომლებდა და თითოეული ქართული კლუბის საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდიდა.

ამას გარდა, მართალი გვითხრეს, რომ ასე ევროპულ ასოციაციებთან კავშირსაც უფრო იოლად დავამყარებდით.

ეს იდეა კლუბების უმრავლესობას მოეწონა. წინააღმდეგი არავინ აღმოჩნდა, მაგრამ ჯერ მოლაპარაკებები მიდის და ნაადრევია იმის თქმა, რომ ორგანიზაცია აუცილებლად დაფუძნდება", - ამბობს ჟორდანია.

მოლაპარაკებებშია ჩართული ქუთაისის "ტორპედოს" იურისტი ზურაბ ჩაკვეტაძეც:

"ამის შემდეგ კლუბების წარმომადგენლები უეფას კიდევ ერთ სემინარზე შევიკრიბეთ და მაშინაც იგივე სურვილი გამოითქვა. მაგრამ ერთია ჩანაფიქრი, მეორეა - რამდენად ქმედითუნარიანი ორგანიზაცია ჩამოყალიბდება, ექნება თუ არა წონა და საკითხების მოგვარების უნარი.

10-მა კლუბმა მაინც უნდა გამოხატოს მყარი სურვილი, რომ კლუბების ასოციაცია ჩამოყალიბდეს.

არადა, ეს ჩვენს ფეხბურთს, უმაღლეს ლიგასა და თითოეულ კლუბს სჭირდება, რადგან ორგანიზებულად და ერთიანობით ჩვენ წინაშე არსებულ არაერთ პრობლემას გაცილებით ადვილად მოვაგვარებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩვენ გვჭირდება 32 გუნდიანი ჩემპიონატი. რა დააშავა ქარელმა, ოზურგეთმა, მცხეთამ ან ჩხოროწყუმ?
აი გადარჩემის გზა
1
რით ვერ დაადგით ამ პროფლიგას თავი?რომ გადარდებდეთ ქართული ფეხბურთი ვინმეს 25 წელია დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და უკან სვლის მეტი საქმე არავისარაფერი გაგიკეთებიათ ქართული ფეხბურთისთვის,მერამდენე ადგილზე ვართ ფიფას რეიტინგში?ზუსტად გამოხატავს ქართულ რეალობას თქვე ............
bacho
20:53 02-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული