მსაჯისთვის შეფურთხებისა და ფეხის მირტყმისთვის ბათუმის "დინამო" დაისაჯა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამო" უახლოეს სამ საშინაო შეხვედრას უმაყურებლოდ ითამაშებს. გარდა ამისა, საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი 8 ათასი ლარით დაჯარიმდა - ასეთი გადაწყვეტილება გამოიტანა ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა.

საქართველოს ჩემპიონატის წინა, XXII ტურში, ბათუმელებმა "ჩელე არენაზე" ქუთაისის "ტორპედოსთან" საშინაო შეხვედრა 2:3 წააგეს.

დელეგატის მოხსენებით, ბარათში მითითებული იყო, რომ მატჩის დასრულების შემდეგ გულშემატკივრებმა არბიტრ გიორგი ყრუაშვილს შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ლელო" სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმი ტყებუჩავას დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა:

"ინციდენტი ყველა დაინტერესებული მხარის თანდასწრებით განვიხილეთ. ბათუმის "დინამოს"
დირექტორმა ოთარ ფედიჩკინმაც აღიარა, რომ თამაშის დასრულების შემდეგ გულშემატკივრები მოედანზე შეცვივდნენ და არბიტრ გიორგი ყრუაშვილს შეურაცხყოფა მიაყენეს - ერთმა მათგანმა შეაფურთხა, მეორემ კი ფეხი დაარტყა.

სადისციპლინო კოდექსის 116-ე მუხლის თანახმად, ასეთი შემთხვევისთვის ორი სასჯელია გათვალისწინებული: პირველის მიხედვით, გუნდმა ერთიდან სამ მატჩამდე უმაყურებლოდ უნდა ჩაატაროს და პლუს, 8 ათასი ლარი გადაიხადოს.

მეორე სასჯელი საშინაო მატჩის ნეიტრალურ მოედანზე გამართვას ითვალისწინებდა - ანუ საშინაო არენიდან 50 კილომეტრში.

ბათუმელებს სურდათ, მეტი ფული გადაეხადათ, ოღონდ საშინაო თამაშზე მაყურებლის დასწრების უფლება დაგვერთო, მაგრამ ეს გამორიცხული იყო, იმიტომ, რომ მსგავს სასჯელს სადისციპლინო კოდექსი არ ითვალისწინებდა. ამას გარდა, შემდეგ კალენდარულ შეხვედრას ბათუმის "დინამო" 11 აპრილს, "სამტრედიასთან" მართავს და ტური რომ არ ჩაეგდოთ, გადავწყვიტეთ, გუნდს საშინაო არენაზე უმაყურებლოდ ეთამაშა.

ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტსაც დავეკითხეთ და გვითხრეს, რომ 11 აპრილს ერთი სტადიონიც არ იქნება თავისუფალი, თან კალენდრის არევაც არ გვსურდა.

რომ იცოდეთ, ეს კიდევ ლოიალური გადაწყვეტილებაა, მე უფრო მკაცრი სასჯელის მომხრეც ვიყავი, რადგან მსაჯი დაცული უნდა იყოს და მისი შეურაცხყოფა არავის ეპატიოს".

ბათუმის "დინამოს" დირექტორი ოთარ ფედიჩკინი დისციპლინარების გადაწყვეტილებით აღშფოთებულია:

"ეს არის უსამართლო და არაადეკვატურად მკაცრი გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბათუმის "დინამოს" ბინძური წესებით ებრძვიან.

დიახ, მე არც უარვყოფ, რომ დასაგმობი ფაქტი მოხდა, მაგრამ ჩვენი გუნდი ამასთან რა კავშირშია?! შეურაცხყოფა ჩვენ მივაყენეთ?! ძლივს ხალხი სტადიონისკენ შემოვაბრუნეთ და როგორ შეიძლება, ეს ფაქტი ვინმეს არ ახარებდეს?!

მთელი აჭარა ელოდა ლიდერებს - "სამტრედიასა" და თბილისის "დინამოს", მაგრამ აჭარას ეს ზეიმი წაართვეს.

არ შეეძლოთ, უმაყურებლოდ მხოლოდ ერთი თამაშით რომ დავესაჯეთ? ბოლოს და ბოლოს, თამაში ნეიტრალურ მოედანზე მაინც ჩაეტარებინათ, გულშემატკივარი იქ მაინც მოვიდოდა...

რაც შეეხება ცარიელ სტადიონს, ჩვენ ამის შესახებ არ გვკითხეს. იქნებ მოგვეძებნა სტადიონი? უმაყურებლო ფეხბურთს ისევ კალენდრის არევა სჯობდა, რადგან ჩვენი სტადიონები ისედაც დაცარიელებულია და ეს არის ჩვენი უმთავრესი პრობლემა.

ბოლოს და ბოლოს, თამაში სხვა დღისთვის გადაედოთ. უმაყურებლო თამაშებით უნდათ დონის აწევა? ამიტომაც ვამბობ, რომ კომისიამ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც აუცილებლად გავასაჩივრებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
დავაბრალოთ ფედერაციას, მსაჯს, გვერდით მსაჯს, მეოთხე მსაჯს, მინდორს, ქარს, წვიმას, უფულობას და ა.შ. 1 გამახსენეთ როდისმე თუ აღიარა მწვრთნელმა, რომ თავისი ბრალი იყო, ან ფეხბურთელის ბრალი იყო?! გამახსენეთ! თუ ეგრე მაგრად გესმით ფეხბურთი, რომ იმას არკვევთ, მსაჯმა განზრახ დაუშვა "შეცდომა", თუ უნებლიედ, ან საერთოდ იყო თუ არა მართალი, მაშინ გეკითხებით: ამ ყველაფერზე თვალს რატომ ხუჭავთ და არ თხოვთ პასუხს მწვრთნელს, ფეხბურთელებს, ფედიჩკინს და მის გუნდს. ეს სხვა გუნდებსაც ეხება, მხოლოდ ბათუმზე არაა საუბარი.
vendetta
18:43 19-12-2015
0
gaga აზრზე მოდი რებს ყრანტალებ!
ZAUR - ი არ ვიცი საერთოდ ვინა მაგრამ მე მუსლიმი ქართველი და მუსლიმების შეურაცყოფა არ არის კარგი საქციელი ნაწყენი გულშემატკივრის შესაძლო დაუფიქრებელ კომენტარზე! მცირეოდენი წიგნი რომ გქონდეს გადაშლილი გეცოდინებოდა რომ აჭარის დედასამშობლოში დამბრუნებლები სწორედ მუსლიმი ქართველები იყვნენ როგორც მემედ აბაშიძე სელიმ ხიმშიაშვილი და მისი თანამოაზრეები! ასევე თითოეული მუსლიმი ქართველი ჩვენი სამშობლო საქართველოს დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრივის ერთგული დარაჯები ვიყავით ვართ და ვიქნებით! ასე რომ ისლამზე შეურაცყოფის მიყენებამდის ჯერ გაიაზრე რას ამბობ... ცუდი და კარგი ყველგან არის ასე რომ რაღაც მდაბიო თქვენი აზროვნებით თუნდაც ბოლო ჩვენს ომში საქართველოს სიყვარულით სამშობლოსთვის თავდადებულ ჩემს ახლობლებს რომლენიც სხვათაშორის მუსლიმები იყვნენ მუხათა გვერდის სასაფლაოზე სულში ნუჩააფურთხებთ! უბრალოდ არ არის ლამაზი ქართველ კაცს ეგ არ შეშვენის...
მიხეილი
17:58 14-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული