მეკარეები: პეტერ ბოროში, იან დურჩო;
მცველები: იაკუბ ბრაშენი, პატრიკ ვაიდა, მარეკ ჰლინკა, მართოლომეო გონოსი, მარტინ პალიოვკა, მატუშ ტურნა, იოზეფ ადამიკი, საშა სავიჩი;
ნახევარმცველები: ტომაშ ჰუჩკო, ვრატისლავ გაიდოში, მიხალ პანჩიკი, იაკუბ პოვაჟანეცი, დალიბორ პლევა,
თავდამსხმელები: რობერტ პიჩი, მიხალ ფილო, მიხალ დურიში, დუშან უშკოვიჩი.
როგორც ხედავთ "დუკლას" ამ ჩამონათვალში არ არის სენეგალელი თავდამსხმელი მუჰამადუ სეიე. ცნობისათვის, ზაფხულის მზადებისას გამართულ 9 საკონტროლო შეხვედრაში, სეიემ ყველაზე მეტი, 6 გოლი გაიტანა. სტუმართა ამ შემადგენლობაში მხოლოდ ორი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში აქვს ნათამაშები - ნახევარმცველმა მიხალ პანჩიკმა, 4 წლის წინ, ერთხელ მოირგო ეროვნულის მაისურა, ასაკოვანმა თავდამსხმელმა დუშან უშკოვიჩმა კი ორი მატჩი ჩაატარა ქვეყნის მთავარ გუნდში. სლოვაკებს იმერეთში 22 გულშემატკივარი ჩამოჰყვათ.
ახლა ჩვენს გუნდზე ვთქვათ. მშობლიურ არენაზე ივარჯი გუშინ "ზესტაფონმაც". გია გეგუჩაძეს სრული შემადგენლობა ჰყავს. იმერელთა კლუბის პრესატაშე სერგო ფუტკარაძის ცნობით, უკვე გუნდთან ერთად სრულ დატვირთვით ვარჯიშობს თავდამსხმელი ნიკოლოზ გელაშვილი, რომელსაც სურდო ჰქონდა.
დაბოლოს, დღეს, "ზესტაფონი"-"დუკლას" მატჩი, "დავით აბაშიძეზე" 20 საათზე დაიწყება. თამაშზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 და 7 ლარია. შეხვედრას მოლდოველი მსაჯები გაუძღვებიან, არბიტრი ვიაჩესლავ ბარანი იქნება.