სამტრედია ხელმძღვანელობის გარეშე

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "სამტრედიაში" გუნდის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით თანამდებობები დატოვეს კლუბის პრეზიდენტმა, ტექნიკურმა მენეჯერმა და გუნდის უფროსმა. ეს გადაწყვეტილება იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ მას შემდეგ მიიღო, რაც სამტრედიული კლუბი პრაქტიკულად დაშლილი იყო.

როგორც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, "სამტრედიას" ჯერ სპონსორი არ ჰყავს და მათ სახელმწიფო პატრონობს. ერთ კვირაში გუნდი ადგილობრივი ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტდება და ეროვნული ჩემპიონატისთვის მზადებას დაიწყებს.

სამტრედიის გუნდს ბრძოლა უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მოუწევს.


"ინტერპრესნიუსი"




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული