კოლხეთმა სტურუაც დაიმატა და მახვილაძეც

AutoSharing Option
უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ფოთის "კოლხეთი" ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. ბესიკ შეროზიას გუნდმა მორიგი საკონტოლო მატჩი გამართა. ზღვისპირულ დერბიში "კოლხები" "ბათუმს" გაეჯიბრნენ და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

სანამ ან მატჩზე მოგითხრობდეთ, შეროზიას გუნდში მომხდარი სიახლეები უნდა გაგაცნოთ. "კოლხეთმა" უკვე დაიმატა მეკარე ზვიად სტურუა. ცნობისათვის, სტურუამ გასული სეზონი ბოლნისის "სიონში" დაიწყო, მერე "გაგრაში" გადავიდა, მაგრამ უმეტესად არ უწევდა თამაში და გუნდის შეცვლა გადაწყვეტილი ჰქონდა. 32 წლის სტურუა ეროვნულ ჩემპიონატში ცნობილი ფიგურაა და წესით ფოთელთა გუნდსაც დიდად უნდა წაადგეს.

სტურუას გარდა, "კოლხეთს" შეურთდა მცველი
მიხეილ მახვილაძე, რომელიც ბოლოს ბოლნისის "სიონსა" და აზერბაიჯანში, ზაქათალის "სიმურგში" გამოდიოდა.

ისევ "ბათუმთან" მატჩს დავუბრუნდეთ. ფოთში გაიმართული ეს შეხვედრა, დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, მე-40 წუთზე "კოლხები" მეგოლე დავით ციცხვაიამ დააწინაურა და შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა. 70-ე წუთზე ბათუმელთაგან ჯორბენაძემ აღადგინა წონასწორობა. დარჩენილ დროში ხიფათი ორივე კართან შეიქმნა, მაგრამ აღარაფერი შეცვლილა.
მეტოქეებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

კოლხეთი: სტურუა (შენგელია), მახვილაძე, ჭითანავა (ექონია), თედიაშვილი, გველესიანი (გელაჭეიშვილი), ჯოჯუა (გოგონია), გუჩუა (ლემონჯავა), გვალია (აბურჯანია), სილაგავა (გულუა), სიჭინავა (ციკოლია), ციცხვაია (წიქარიშვილი).

ბათუმი: მამინაშვილი, ლობჟანიძე, გოგიტიძე, ბაჯელიძე, დემურაძე, სამსეიშვილი, კაშია, ჩხაიძე, ბაციკაძე, ბოხუა, მ. კაკალაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ლ. კაკალაძე, მალაზონია, ხუხია, რამიშვილი, გრიგალაშვილი, ხარაბაძე, ჯორბენაძე, ზოიძე, ბაბუნიძე.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული