ადეიშვილთან ერთად გაათავისუფლეს "სამტრედიას" ტექნიკური დირექტორი დავით ბურკაძეც, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად კი ირაკლი ახობაძე დაინიშნა, რომელიც სამტრედიის საკრებულოს წევრია.
გუბერნატორმა კლუბის ახალ ხელმძღვანელებს "სამტრედიას" ახალი ფეხბურთელებით დაკომპლექტება და უამღლეს ლიგაში ასე-ამგვარად განახლებული შემადგენლობით გამოსვლა დაავალა.
ხომ არ არის ეს ნაბიჯი "სამტრედიას" პირველ ლიგაში დაბრუნების წინაპირობა? აქამდე
"სამტრედია" უკვე დატოვეს ლიდერებმა ლაშა ქებაძემ და ლევან ბაკურაძემ, რომლებიც, ისევე, როგორც ახალგაზრდა დავით კირკიტაძე, ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდნენ. ისე ხომ არ გამოდის, რომ "სამტრედია" იმერეთის რეგიონში მესამე ზედმეტი კლუბია, რომელიც ყველას ყელში ეჩხირება?
სამტრედიელი გულშემატკივარი ფორუმზე წერდა:"ჩვენი საყვარელი კლუბის საქმეები უკან-უკან წავა და ეს ყველაფერი იმ სამტრედიელების ბრალია, რომლებსაც ვითომ გვიყვარს ფეხბურთი, მაგრამ კლუბს რომ მხარდაჭერა დასჭირდა, გამგეობასთან სულ 20 კაცი შევიკრიბეთ, გაშლილ სუფრაზე კი ყველა მაგრები ვართ. უახლოეს მომავალში ნახავთ "სამტრედიას" პირველ ლიგაში, სადაც სტადიონზე იქნება სკამები და არა გულშემატკივარი. ვიმეორებ, ჩვენი, სამტრედიელების ბრალია ეს ყველაფერი!"
იმედია, სამტრედიელი გულშემატკივრის პესიმიზმი არ გამართლდება და კლუბი ისევე ღირსეულად განაგრძობს ასპარეზობას, როგორც ძველი ხელმძღვანელობის ხელში. მათ კი კლუბი თითქმის არაფრისგან ჩამოაყალიბეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
.
ასე რომ, ზაზა რატომ კარგი აგიგია მხოლოდ ისტორია არ არის, ეს ვართ ქართველები დღესაც!