რა სარგებლობა მოაქვთ ბაღნებს?

AutoSharing Option
გუშინ შეგვატყობინეს, რომ იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულმა ლაშა მაქაცარიამ საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" შესახებ გადაწყვეტილებები მიიღო. მისი ბრძანებით, პრეზიდენტის თანამდებობიდან გაათავისუფლეს ზაზა ადეიშვილი, რომელიც თანამდებობიდან საკუთარი ნებით ისედაც გადამდგარი იყო და, ამდენად, გადამდგარის გათავისუფლება გაუგებარია.

ადეიშვილთან ერთად გაათავისუფლეს "სამტრედიას" ტექნიკური დირექტორი დავით ბურკაძეც, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად კი ირაკლი ახობაძე დაინიშნა, რომელიც სამტრედიის საკრებულოს წევრია.

გუბერნატორმა კლუბის ახალ ხელმძღვანელებს "სამტრედიას" ახალი ფეხბურთელებით დაკომპლექტება და უამღლეს ლიგაში ასე-ამგვარად განახლებული შემადგენლობით გამოსვლა დაავალა.

ხომ არ არის ეს ნაბიჯი "სამტრედიას" პირველ ლიგაში დაბრუნების წინაპირობა? აქამდე
ბევრჯერ ითქვა, რომ რაიონში ვერ მოიძებნება უმაღლეს ლიგაში სათამაშოდ გამოსადექი თუნდაც 11 ფეხბურთელი, ყველა გამოცდილი და შედარებითი მაღალი კლასის მოთამაშე უკეთეს კლუბშია - ომარ მიგინეიშვილი და სევასტი თოდუა ქუთაისის "ტორპედოში", საბა კვირკველიას კი "რუბინში" გასინჯავენ.

"სამტრედია" უკვე დატოვეს ლიდერებმა ლაშა ქებაძემ და ლევან ბაკურაძემ, რომლებიც, ისევე, როგორც ახალგაზრდა დავით კირკიტაძე, ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდნენ. ისე ხომ არ გამოდის, რომ "სამტრედია" იმერეთის რეგიონში მესამე ზედმეტი კლუბია, რომელიც ყველას ყელში ეჩხირება?

სამტრედიელი გულშემატკივარი ფორუმზე წერდა:"ჩვენი საყვარელი კლუბის საქმეები უკან-უკან წავა და ეს ყველაფერი იმ სამტრედიელების ბრალია, რომლებსაც ვითომ გვიყვარს ფეხბურთი, მაგრამ კლუბს რომ მხარდაჭერა დასჭირდა, გამგეობასთან სულ 20 კაცი შევიკრიბეთ, გაშლილ სუფრაზე კი ყველა მაგრები ვართ. უახლოეს მომავალში ნახავთ "სამტრედიას" პირველ ლიგაში, სადაც სტადიონზე იქნება სკამები და არა გულშემატკივარი. ვიმეორებ, ჩვენი, სამტრედიელების ბრალია ეს ყველაფერი!"

იმედია, სამტრედიელი გულშემატკივრის პესიმიზმი არ გამართლდება და კლუბი ისევე ღირსეულად განაგრძობს ასპარეზობას, როგორც ძველი ხელმძღვანელობის ხელში. მათ კი კლუბი თითქმის არაფრისგან ჩამოაყალიბეს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"





.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მეკარე რომელიც ძალიან ბევრჯერ მოხვდა გაზეთ ლელოს , სიმბოლურში ს.კ სამტრედიას მეკარე ძაგანიაზე მაქ საუბარი , დღეს უგუნდოდ დატოვეს და დახეტიალებს იქნებ რომელიმე გუნდმა ამიყვანოსო, ფურთხის ღირსია ყველა ვისი ბრალიცარის სამტრედიის ფეხბურთის მკვლელობა, მკვლელები ხართ ჩინოვნიკები , გამგებელმა თავისი წინა მეზობელი მოიყვანა გუნდის პრეზიდენტად და ,კაცი რომელმაც სამტრედაია უმაღლესში გადმოიყვანა და ადგილი შეანარჩუნებია სახლში დასვა, გვიშველეთ ვიღუპებიით !
SAMTREDIELI
23:08 13-01-2011
0
ზაზა ადეიშვილი საქართველოში საუკეთესო მენეჯერი იყო, 175 ათასი ლარით მილიონიანი ბიუჯეტის მქონე "ბაიას" და 600 ათასის მქონე ქუთაისის "თორპედოს" აჯობა. თანაც არავის უძვრებოდა, ლაპარაკობდა არა ჩინოვნიკის, არამედ "სამტრედიის" გულშემატკივრის ენით. ეს ვის მოეწონებოდა? მით უფრო იმ იმ ქუთაისელ უნიჭო ჩინოვნიკს, როპმელსაც "სამტრედიის" მაალითზე საყვედურობდნენ? "სამტრედია" ყელში გაეჩხირათ, რადგან კარგი მენეჯმენტის მაგალითი იყო ამ უთავო ფეხბურთში.
ასე რომ, ზაზა რატომ კარგი აგიგია მხოლოდ ისტორია არ არის, ეს ვართ ქართველები დღესაც!
Gorgiano
14:04 14-01-2011
0

სიახლეები პოპულარული