ადვოკატმა ტრიბუნალს შეუტია: ბათუმის "დინამო" გალიდერებისთვის დასაჯეს!

AutoSharing Option
"ზუგდიდთან" წაგებამ ბათუმის "დინამო" მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო და ეროვნული ჩემპიონატის ლიდერობის დათმობაც მოუწია, მაგრამ გუნდი უფრო იმან დააზარალა, რაც ქობულეთის "ჩელე არენაზე", ქუთაისის "ტორპედოსთან" წაგებული (2:3) მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა - სტადიონზე მომხდარი ინციდენტის გამო სადისციპლინო კომიტეტმა აჭარლებს 3 საშინაო შეხვედრის უმაყურებლოდ ჩატარება მიუსაჯა.

ბათუმელებმა "სამტრედიასთან" ერთი საშინაო შეხვედრა უკვე გამართეს უმაყურებლოდ, ასევე მოხდება ლანჩხუთის "გურიასა" და თბილისის "დინამოსთანაც", და საერთოდაც, სეზონსაც ცარიელი ტრიბუნების თანხლებით დაასრულებენ.

საქმე ისაა, რომ "დინამოს" სულ 3 საშინაო მატჩი აქვს დარჩენილი. ორი უკვე ვახსენეთ, მესამე
კი უნდა გაემართათ "ზესტაფონთან", რომელიც ეროვნული ჩემპიონატიდან მოხსნეს.

ცნობილია, რომ ბათუმის "დინამოს" ხელმძღვანელობის აპელაცია, დისკვალიფიკაციის შემსუბუქების შესახებ, ფეხბურთის ფედერაციის დავების განმხილველმა სპორტულმა ტრიბუნალმა არ დააკმაყოფილა, პირიქით - დამატებით ერთწლიანი გამოსაცდელი ვადა დაუწესა. ანუ, თუ ამ პერიოდში მსგავსი ფაქტი მოხდება, ნეიტრალურ სტადიონზე კიდევ სამ თამაშს გამართავს უმაყურებლოდ.

ბათუმის "დინამოს" ადვოკატი გია აბაშიძე ტრიბუნალის მიერ მიწოდებულ მასალებს გაეცნო და "ლელოსთან" მკვახე განცხადებაც გააკეთა:

"ბათუმის "დინამო" კარგი თამაშისა და გალიდერებისთვის დასაჯეს. ასეთი დასკვნისკენ რამდენიმე ფაქტი მიბიძგებს. სფფ-ის საფეხბურთო დავების ტრიბუნალმა ჩვენ მიერ მიწოდებული არც ერთი მტკიცებულება არ გაითვალისწინა.

მაგალითად, წარვადგინეთ დისკი, სადაც ჩანდა, თუ როგორ აცილებენ არბიტრს მოედნიდან პოლიციის თანამშრომლები და ვეტერანი ფეხბურთელები. იქ ნათლად ჩანდა ისიც, რომ მსაჯის შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. არადა, ვერდიქტი ამაზე იყო დაფუძნებული.

სააპელაციო გადაწყვეტილებაში პარადოქსული რამ ჩაწერეს - თითქოს, ცარიელი დისკი მივაწოდეთ. ალბათ, ჩანაწერი არც უნახავთ.

კლუბის მდგომარეობა პრინციპულად არ გაითვალისწინეს. სააპელაციო საჩივარში ნათქვამია, რომ თურმე უმაღლესი ლიგის გუნდებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ, მატჩის სრულფასოვნად და უსაფრთხოდ ჩატარებისთვის. კი ბატონო, ამაში არის ლოგიკა, მაგრამ საამისოდ ფედერაცია რას აკეთებს? გვყავს კი საქართველოში იმ დონეზე მომზადებული მსაჯები, გულშემატკივარი წყობიდან რომ არ გამოიყვანონ?

გულდასაწყვეტია, დასკვნით ეტაპზე, ჩემპიონობის პრეტენზიის მქონე გუნდს ასე უმოტივაციოდ ტოვებდე", - ამბობს აბაშიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
კლუბების პრეზიდენტებიც არუქნია გმერტს ტორე ზესტა ბატუმი რუსტავი ქუტაისი რო ადგნენ და მოხსნან კლუბები ჩემპიონატიდან მერე რაჩემფეხებს იზამენ?დარჩებატ ფიფიას დინამო და ნაცების დილა
batumi
17:39 22-04-2015
0
ეს იმის ბრალია რო ერმანეტს გუნდები გვერდსჰი არ უდგანან თბილისის დინამოს წელს რო ჩუქნიან ცჰემპიონობას ამაზე ზედმეტად აგარ დავწერ და ზესტაფონიც ამიტომ მოხსნეს და არ მოუსმინეს კოკაის ...
gio torpedo
11:51 23-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული