სამტრედიას მეკარე უგუნდოდაა

AutoSharing Option
"სამტრედიაში" ცვლილებები დაიწყო. უკვე გაუწყეთ, რომ კლუბის ხელმძღვანელად ზაზა ადეიშვილის ნაცვლად ირაკლი ახობაძე დაინიშნა. იმერეთის მხარის ხელმძღვანელობამ ახალ პრეზიდენტს "სამტრედიას" გაახალგაზრდავება დაავალა.

წამყვანი ფეხბურთელების ნაწილმა კლუბი, რა ხანია, ისედაც დატოვა. ქუთაისში გადასულთა შემდეგ, "სამტრედიადან" თავდამსხმელი ილია პავლიაშვილიც წავიდა. მასაც "ტორპედოში" გადასვლას სთავაზობდნენ, მაგრამ საბოლოოდ ლაპარაკი ლაპარაკადვე დარჩა.

კლუბი დატოვა მეკარე ლაშა ძაგანიამ, რომელიც "ლელომ" პირველ ეტაპზე ტურის სიმბოლურ ნაკრებში სამჯერ დაასახელა. როგორც გაირკვა, "სამტრედიას" მისი სამსახური არ დასჭირდა. ზემოთაც ვთქვით, რომ კლუბის გაახალგაზრდავებაზეა ლაპარაკი და 22 წლის მეკარე ახალგაზრდების კატეგორიაში
რატომ ვერ მოხვდა, გაუგებარია.




.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დღევანდელი შეხვედრა გულშემატკივართან გულისფრიალით დაუსრულდა ს.კ სამტრედიას პრეზიდენტს ირაკლი ახობაძეს , და ეშინია რო 12 ში მე ამ გუნდს ვერ გავიყვან სტადიონზეო მომკლავენო , 12 მდე ბევრჯერ დავუფრთხობთ ანგელოზებს ჯერ სადარიან
samtredieli
17:57 20-01-2011
0

სიახლეები პოპულარული