წამყვანი ფეხბურთელების ნაწილმა კლუბი, რა ხანია, ისედაც დატოვა. ქუთაისში გადასულთა შემდეგ, "სამტრედიადან" თავდამსხმელი ილია პავლიაშვილიც წავიდა. მასაც "ტორპედოში" გადასვლას სთავაზობდნენ, მაგრამ საბოლოოდ ლაპარაკი ლაპარაკადვე დარჩა.
კლუბი დატოვა მეკარე ლაშა ძაგანიამ, რომელიც "ლელომ" პირველ ეტაპზე ტურის სიმბოლურ ნაკრებში სამჯერ დაასახელა. როგორც გაირკვა, "სამტრედიას" მისი სამსახური არ დასჭირდა. ზემოთაც ვთქვით, რომ კლუბის გაახალგაზრდავებაზეა ლაპარაკი და 22 წლის მეკარე ახალგაზრდების კატეგორიაში
.