"დინამო" იგებს - კვლავ 3:1 და მინუს ტოდოროვი

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" მოსამზადებელ ეტაპზე მეორე საკონტროლო შეხვედრა შაბათს ჩაატარა. ამჯერად კახა კაჭარავა და კომპანია საგურამოში "ლოკომოტივს" ესტუმრნენ და 3:1 მოუგეს.

"დინამო"-"ლოკომოტივი" 3:1
გოლები: 0:1 ბაქრაძე (24.), 1:1 ტატანაშვილი (73. კოშკაძის პასით), 2:1 თექთურმანიძე (86), 3:1 ფოფხაძე (89. ტატანაშვილის პასით).
"დინამო": ზარქუა, ციმაკურიძე, ოდონელი, ევტიჩი, მაროვიჩი, ლექვთაძე, ფირცხალავა, კოშკაძე, თექთურმანიძე, დერასი, ბრაიტი.
შეცვლაზე: ნადირაძე, ფოფხაძე, კაშია, კვეკვესკირი, ედნილსონი, კახელიშვილი, ტატანაშვილი.

თავიდანვე დაწინაურებული "ლოკომოტივი" კარგა ხანს ინარჩუნებდა ანგარიშს, მაგრამ "დინამომ" გათანაბრება და დაწინაურება მატჩის მიწურულს მაინც მოახერხა. სასარგებლოდ ჩაერთო თამაშში დიმიტრი ტატანაშვილი,
რომელმაც ჯერ თავად გაიტანა, შემდეგ კი გიორგი ფოფხაძეს საგოლე გადაცემით შეეწია.

"დინამო" უკვე შეელია იტალიაში გაზრდილ ბულგარელ ანდრეა ტოდოროვს, რომელმაც სტუ-სთან მატჩში ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და უკან გაუშვეს.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული