გიორგი გეთიაშვილი: რა დასამალია, "მერანმა" უკეთესი პირობები შემომთავაზა

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიის" კაპიტანმა და ლიდერმა, 25 წლის ცენტრალურმა მცველმა გიორგი გეთიაშვილმა გუნდი დატოვა და კარიერას მარტვილის "მერანში" გააგრძელებს.

რა გახდა ფეხბურთელის არჩევანის მიზეზი? ალბათ, ერთი-ერთი ფაქტორი ის იყო, რომ გეთიაშვილს კვლავ უმაღლეს ლიგაში სურდა თამაში. მოგეხსენებათ, "ვიტ ჯორჯია" უმაღლესი ლიგიდან გავარდა.

თუმცა, სჯობს, თავად გვიპასუხოს ამაზე:

"ვიტ ჯორჯიასთან" კონტრაქტის ვადა ამომეწურა და კარიერის გაგრძელება მარტვილის "მერანში" გადავწყვიტე.

დასამალი არაფერი მაქვს, მარტვილელებმა ბევრად უკეთესი პირობები შემომთავაზეს და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც "მერანის" წინადადებას დავთანხმდი, ესეც იყო.

ახალი კლუბის ხელმძღვანელობასთან უკვე ვისაუბრე.
ჩემთვის სასიხარულოა, რომ ისინი მიზნებში არ იზღუდებიან.

როგორც მითხრეს, მომავალ სეზონში "მერანის" მიზანი ევროპალიგის საგზურის მოპოვება იქნება", - გვითხრა გეთიაშვილმა.

გიორგი გეთიაშვილი თბილისის "დინამოს" აღზრდილია. მას საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც უთამაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ