მეკარეები: ბედიაშვილი, ბათიაშვილი.
მცველები: ღონღაძე, კვახაძე, რეხვიაშვილი, მურველაშვილი, ჯაფარიძე, ქემოკლიძე.
ნახევარმცველები: სეთურიძე, გიორგი ნუგზარის ძე ჭელიძე, ქურდობაძე, გორდეზიანი, რაზმაძე, ქავთარაძე, ბოლქვაძე, დობროვოლსკი, გეწაძე, ბახტაძე.
თავადმსხმელები: მოდებაძე, უგულავა.
მაისურაძემ გუნდში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი მიიწვია: ბახტაძე, სეთურიძე (მაგრამ არა გიორგი), ქურდობაძე და მურველაშვილი. კლუბს სიდეში ტალინის "ფლორას" ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი შეუერთდება. კლუბის დამფუძნებელ მამუკა გუგეშაშვილის თქმით, "ოლიმპს" ბეგლარიშვილის გამოსყიდვა სურს და ესტონელთა თანხმობას ელის. თურქეთში ჩავა ნახევარმცველი
რუსთაველებს უკვე შეუერთდა შვეიცარიელი ფიზმომზადების მწვრთნელი ოლდრიხ შვაბი.
საქართველოს ჩემპიონი სიდეში ოთხ საკონტროლო შეხვედრას გამორთავს: 23 იანვარს - "გრასჰოპერთან", 27 იანვარს - "ზალცბურგთან", 30-ში - შვეიცარიულ "ვილთან", 1 თებერვალს - თურქეთის დაბალი ლიგის ერთ-ერთ კლუბთან, 2 თებერვალს კი გუნდი საქართველოში დაბრუნდება.
.