რუსთავი თურქეთს "გრასჰოპერით" გახსნის

AutoSharing Option
გუშინ რუსთავის "ოლიმპი" მოსამზადებლად სიდეში გაემგზავრა. კლუბის მთავარმა მწვრთნელმა თორნიკე მაისურაძემ თურქეთში შემდეგი ფეხბურთელები წაიყვანა:

მეკარეები: ბედიაშვილი, ბათიაშვილი.
მცველები: ღონღაძე, კვახაძე, რეხვიაშვილი, მურველაშვილი, ჯაფარიძე, ქემოკლიძე.
ნახევარმცველები: სეთურიძე, გიორგი ნუგზარის ძე ჭელიძე, ქურდობაძე, გორდეზიანი, რაზმაძე, ქავთარაძე, ბოლქვაძე, დობროვოლსკი, გეწაძე, ბახტაძე.
თავადმსხმელები: მოდებაძე, უგულავა.

მაისურაძემ გუნდში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი მიიწვია: ბახტაძე, სეთურიძე (მაგრამ არა გიორგი), ქურდობაძე და მურველაშვილი. კლუბს სიდეში ტალინის "ფლორას" ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი შეუერთდება. კლუბის დამფუძნებელ მამუკა გუგეშაშვილის თქმით, "ოლიმპს" ბეგლარიშვილის გამოსყიდვა სურს და ესტონელთა თანხმობას ელის. თურქეთში ჩავა ნახევარმცველი
მაისურაძეც, რომელიც ბოლოს ბელარუსში თამაშობდა.

რუსთაველებს უკვე შეუერთდა შვეიცარიელი ფიზმომზადების მწვრთნელი ოლდრიხ შვაბი.

საქართველოს ჩემპიონი სიდეში ოთხ საკონტროლო შეხვედრას გამორთავს: 23 იანვარს - "გრასჰოპერთან", 27 იანვარს - "ზალცბურგთან", 30-ში - შვეიცარიულ "ვილთან", 1 თებერვალს - თურქეთის დაბალი ლიგის ერთ-ერთ კლუბთან, 2 თებერვალს კი გუნდი საქართველოში დაბრუნდება.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული