ყიფიანი თავისი სურვილით წავიდა

AutoSharing Option
დღეს ბოლნისის "სიონი" მოსამზადებელი შეკრებისთვის ურეკში გუნდის თავკაც გიორგი ყიფიანის გარეშე გაემგზავრება. მან საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა "სიონი" და ამიერიდან გუნდს გიორგი ყიფშიძე უხელმძღვანელებს.

ცნობისათვის, ყიფშიძე აქამდე ყიფიანს ეხმარებოდა, წლებია ბოლნისელთა გუნდში მუშაობს, მთავარი მწვრთნელის ფუქნციასაც ასრულებდა და მისთვის ეს ახალი საქმე ნამდვილად არ არის.

რა თქმა უნდა, თავად ყიფიანთან დაკავშირება გვინდოდა, მაგრამ გუშინ ეს არ მოხერხდა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული