გულშემატკივარს "ტორპედოს" გაძლიერება სურს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ოფიციალურ ვებგვერდზე გულშემატკივართა გამოკითხვა ჩატარდა, რომლის მიზანიც იმის გამოვლენა იყო, თუ რომელი რგოლია გუნდში ყველაზე პრობლემური და სად სჭირდება გაძლიერება.

გამოკითხვის მონაწილე "ტორპედოს" 1000-მდე გულშემატკივრის 60 პროცენტი მიიჩნევს, რომ გაძლიერება თავდამსხმაშია საჭირო, 38 პროცენტი კი "ტორპედოს" ნახევარდაცვის მოღონიერებას უჭერს მხარს.

კლუბის პრეს სამსახურის ინფორმაციით, "გუნდის მმართველობა აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებებით, "ტორპედოს" ხელმღძვანელობამ რამდენიმე მოთამაშე უკვე დაიმატა, მაგრამ კიდევ ბევრ სხვა სასიამოვნო სიახლეს გვპირდება".

რა "სასიამოვნო სიახლეებს გვპირდება" "ტორპედოს" ხელმძღვანელობა, ამის თაობაზე ქუთაისელთა აღმასრულებელ დირექტორ გიორგი პაპიაშვილს დავეკითხეთ. თუმცა
მან მნიშვნელოვანი ცვლილებები, ფაქტობრივად, გამორიცხა.

"კლუბი ძირითადად დაკომპლექტებულია და 21 იანვარს ანთალიაში შეკრებაზე მიემგზავრება. განსაკუთრებული ცვლილებები აღარ იქნება. მიგვაჩნია, რომ საკამოდ კარგი ფეხბურთელები გვყავს და ახლა ჩვენი უპირველისი საზრუნავი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. სელექციის მეორე ეტაპი დუბლშემადგენლობას შეეხება და გადაწყდება, ვის დავტოვებთ და ვის გავუშვებთ. ფაქტია, რომ ჩვენს უახლოეს რეზერვს სერიოზულად უნდა მივხედოთ", - გვითხრა პაპიაშვილმა.

"ლელოსთვის" ცნობილი გახდა, რომ რუსთავის "ოლიმპს" ქუთაისელთა ცენტრალური მცველის, ნოდარ მაჭავარიანის დაბრუნება სურდა. ამის წინააღმდეგი ფეხბურთელიც არ იყო, რადგან პირველი ეტაპის მნიშვნელოვანი ნაწილი ქუთაისელთა სათადარიგოთა სკამზე გაატარა. თუმცა "ტორპედოში" 24 წლის მცველის ეიმედებათ და კონტრაქტის გაწყვეტასა და იჯარაზე არ დათანხმდნენ. შეგახსენებთ, რომ მაჭავარიანმა გასული სეზონი "ოლიმპში" საკმაოდ კარგად ჩაატარა და, ცხადია, მას დღევანდელი მდგომარეობა ვერ დააკმაყოფილებს.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული