''ვიტ ჯორჯია'' თურქეთში 23 ფეხბურთელით გაემგზავრა

AutoSharing Option
ქვედალიგელ სტუ-სა და "ლოკომოტივის" ერთნაირი ანგარიშით, 2:0 ძლევის შემდეგ გუშინ "ვიტ ჯორჯია" "ზოოვეტს" გაეჯიბრა და 1:1-ს დასჯერდა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ვიტელთა კარნახით წარიმართა, მაგრამ მერაბ კოჭლაშვილის გუნდმა მხოლოდ ერთი გატანილი ბურთი იკმარა. მე-18 წუთზე ირაკლი ჭანკვეტაძის ჩაწოდებულ ბურთს გიორგი ვასაძემ კარის ბადეში მიუჩინა ადგილი და ანგარიშიც ასე გაიხსნა. ვიტელები შესვენების შემდეგაც დომინირებდნენ, მაგრამ ვეღარ გაიტანეს. მიხეილ მახათაძემ კი კონტრშეტევაზე წონასწორობა აღადგინა.

კოჭლაშვილმა ასეთი შემადგენლობები ათამაშა:

პირველი ტაიმი: მიქაბერიძე - ხურცილავა, ადამაძე, კასრაძე, ჭანკვეტაძე - მაისაშვილი, ვასაძე - ბეჭვაია, ჯანელიძე,
ღანიაშვილი - ჩიმაკაძე.
მეორე ტაიმი: ძაძამია - ბეჭვაია, გოგიაშვილი, კასრაძე, ჭანკვეტაძე - ვასაძე, მაისაშვილი (68. დვალაშვილი) - კორიფაძე (73. ჯუღელი), გიორგი გურეშიძე, ზაქრაძე - როსტიაშვილი.
დღეს, 22 იანვარს "ვიტ ჯორჯია" მოსამზადებელი შეკრებისთვის თურქეთს გაემგზავრება.

მერაბ კოჭალაშვილმა თურქეთში 23 ფეხბურთელი იახლა:
მეკარეები: არდალიონ მიქაბერიძე, ჯინო რეჭია, გიორგი ძაძამია;
მცველები: ლაშა კასრაძე, ირაკლი ჭანკვეტაძე, დავით ხურცილავა, რევაზ ღანიაშვილი, გიგა ბეჭვაია, ჯემალ გოგიაშვილი, გურა ადამაძე;
ნახევარმცველები: გიორგი ვასაძე, გურამ გურეშიძე, გიორგი კორიფაძე, გიორგი გურეშიძე, მირიან დვალაშვილი, დავით მაისაშვილი, გიორგი ჯანელიძე;
თავდამსხმელები: მიხეილ როსტიაშვილი, ბესიკ ჩიმაკაძე, გიგა ჯუღელი, ლაშა გაბრიჭიძე, ბექა ზაქრაძე, ილია ქავთარაძე.

გუნდი ქალაქ სიდეში 5 თებერვლამდე დარჩება და 4 ამხანაგურ მატჩს გამართავს.








მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული