უმაღლესი ლიგა. VII ტური: გორის "დილა" სამტრედიაში განადგურდა - 0:5!

AutoSharing Option
3 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის VII ტური სამი მატჩით გაიხსნა.

* * *
სტუმრად სამტრედიაში, ადგილობრივ გუნდთან ანგარიშით 0:5 განადგურდა მოქმედი ჩემიონი გორის "დილა", რომელმაც წინა ტურში თბილისის "დინამოს" მოუგო და ამით სატურნირო ცხრილში ლიდერობა მოიპოვა.

"სამტრედიამ" გორელთა გუნდს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. დუბლი ავთო ენდელაძემ (45, 57) შეასრულა, თითო გოლი კი ბუდუ ზივზივაძემ (11), ნიკა სანდოხაძემ (42) და ირაკლი სიხარულიძემ (77) გაიტანეს.

ამ გამარჯვებით გია ცეცაძის გუნდმა 16 ქულა
დააგროვა, სატურნირო ცხრილში ბურთების უკეთესი სხვაობით "დილას" გადაასწრო და დროებით გალიდერდა. 15 ქულა და თამაში რეზერვში აქვს თბილისის "დინამოს"....

* * *
ასევე ხუთი გოლი გაუტანა მეტოქეს "ცხინვალმაც". კახა კაჭარავას გუნდმა ფოთის "კოლხეთს" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა და ანგარიშით 5:1 სძლია.

ცხინვალელთაგან დუბლი ნიკა კაჭარავამ შეასრულა (78, 86), მანამდე კი გოლები დავით მაისაშვილმა (10), ზვიად ლობჟანიძემ (48) და ბიძინა მახარობლიძემ (52) გაიტანეს.

ფოთელებმა მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითეს - ეს ომარ გოგონაიამ შეძლო (72).

* * *
პირველი გამარჯვება იზეიმა თერჯოლის "საპოვნელამ", რომელმაც ქუთაისში თბილისის "ლოკომოტივი" დაამარცხა - 2:1.

ანგარიში სტუმრებმა გიორგი ხიდეშელის გოლით 30-ე წუთზე გახსნეს, თუმცა შემდეგ თერჯოლელებმა ორჯერ გაიტანეს - გიორგი ბუხაიძემ 45-ზე, ხოლო 89-ე წუთზე საბოლოო ანგარიში გიორგი ტყეშელაშვილმა დააფიქსირა.

* * *
დღეს, მოგვიანებით დაიწყება თბილისის "დინამოსა" და ბათუმის "დინამოს" დაპირისპირება. ტურის დანარჩენი შეხვედრები კი ხვალ, 4 ოქტომბერს გაიმართება.
ასევე დაგაინტერესებთ