მაისურაძემ მაისურაძეს მოაგებინა

AutoSharing Option
გუშინ ანთალიაში რუსთავის "ოლიმპმა" ორი საკონტროლო შეხვედრა გამართა. თორნიკე მაისურაძის გაწვრთნილებმა ჯერ თურქული "ისტანბულსფორი" დაამარცხეს, შემდეგ კი შვეიცარიის ცნობილი კლუბი "სერვეტი", რომელიც "ჩელენჯლიგაში" ფინანსური პრობლემების გამოა დაქვეითებული.

თურქებთან თავი ბელარუსული "ვიტებსკის" ყოფილმა ნახევარმცველმა ირაკლი მაისურაძემ გამოიჩინა. მან დუბლი შეასრულა და მოგვარე მწვრთნელის ნდობა გაამართლა. მატჩის ბედი კი ბოლო 20 წუთში გადაწყდა, როდესაც "ოლიმპმა" სამი გოლი გაიტანა.

შვეიცარიელებთან მატჩი უფრო დაძაბული გამოდგა და "ოლიმპის" 3:2 გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მატჩი ჩაშლის პირას იყო: პირველ ტაიმში წამოსული კოკისპირული წვიმის გამო შეხვედრა ხუთი წუთით
შეწყდა.

ანგარიში რუსთაველებმა გახსნეს - ისევ მაისურაძემ გაიტანა. შვეიცარიელებმა ბაუმანის გოლით გაათანაბრეს, ტაიმის მიწურულს კი ვიტკევიჩმა "სერვეტი" დააწინაურა.

მეორე ტაიმში რუსთაველებმა მდგომარეობა გამოასწორეს. ირაკლი მოდებაძემ წონასწორობა აღადგინა, ზაქარია ბეგლარიშვილმა კი "ოლიმპი" დააწინაურა და საბოლოოდ რუსთაველებმა 3:2 მოიგეს.

მეორე ტაიმში ტალინის "ფლორას" პლეიმეიკერმა ბეგლარიშვილმა ითამაშა. კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა გუგეშაშვილის თქმით, ესტონურ კლუბთან მის იჯარაზე მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა.

ცოტა უცნაურია, მაგრამ კლუბის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ლექსო კვახაძემ და დენის დობროვოლსკიმ ორივე შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარეს!


ოლიმპი-ისტანბულსფორი 4:0
"ოლიმპი": ბედიაშვილი, ღონღაძე (45. მურველაშვილი), კვახაძე, რეხვიაშვილი (45. ქემოკლიძე), დობროვოლსკი, რაზმაძე (45. ტყემალაძე, 65. სეთურიძე), მაისურაძე (70. ბახტაძე), ბოლქვაძე (57. გორდეზიანი), გეწაძე (45. ქავთარაძე), უგულავა (45. ჭელიძე), მოდებაძე (68. ქურდობაძე)
გოლები: 1:0 მაისურაძე (2), 2:0 მაისურაძე (70), 3:0 ბახტაძე (79), 4:0 ქურდობაძე (83).

ოლიმპი-სერვეტი 3:2
"ოლიმპი": ბათიაშვილი, ღონღაძე (45. მურველაშვილი), კვახაძე, რეხვიაშვილი, დობროვოლსკი, რაზმაძე (84. ჭელიძე), მაისურაძე, ქავთარაძე (45. ბეგლარიშვილი), გეწაძე (64. ქურდობაძე), ბოლქვაძე (78. ტყემალაძე), მოდებაძე (80. უგულავა)
გოლები: გოლები: 1:0 მაისურაძე (10), 1:1 ბაუმანი (30), 1:2 ვიტკევიჩი (42), 2:2 მოდებაძე (54), 3:2 ბეგლარიშვილი (71).


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული