შემდეგ 18 წლის ნიგერიელ ფორვარდს შანსი ბელგიელებმა მისცეს, სადაც "გენკი" იწვევდა. ამჯერად საბუთები ჰოლანდიის საკონსულოში წარადგინა.
თუმცა აქაც იგივე განმეორდა: მიუხედავად იმისა, რომ "გაგრამ" და ფეხბურთელმა ყველა საჭირო დოკუმენტი წარადგინეს, ჰოლანდიის საკონსულოდანაც უარით გაისტუმრეს. არადა, "გენკის" წარმომადგენელმა რონალდ იანსენმა ნიგერიელს ოფიციალური მიწვევა გამოუგზავნა.
ასე რომ, ოვონიკოკო კვლავ "გაგრაში" ითამაშებს და ძნელია, მისი არ გაიგო - იმ დროს, როდესაც
ისე, ეს ჩვენი ცოდვით სავსე დიდი ხათაბალა ვინმეა. შარშან ზუსტად ამ დროს ოვონიკოკოს "გაგრაში" მომზადების საშუალება არ მიეცა. ნიგერიელ ლეგიონერს თბილისში 14 იანვარს ელოდნენ, იმავე ღამით გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე რომ წასულიყო, თუმცა, საქმეში ფეხბურთელის ასაკი "ჩაერია".
არასრულწლოვანი ოვონიკოკოს სტამბოლში დამოუკიდებლად გადაფრენის მცდელობა ნიგერიის დედაქალაქ ლაგოსის აეროპორტში საეჭვოდ მიიჩნიეს. ოვონიკოკოს ფეხბურთელობის საბუთმაც ვერ უშველა, "გაგრას" თავდამსხმელს მხოლოდ "გაგრას" პარტნიორის, ბრაიტონის საფეხბურთო აკადემიის პრეზიდენტ კოლავოლე ადეგბულუგბეს ჩარევის შემდეგ ეშველა და ოვონიკოკოს ტერორიზმში ეჭვმიტანილის სტატუსი მოუხსნეს.
ეს ამბავი იმიტომ მოხდა, რომ 2010 წლის დასაწყისში აშშ-ში პლასტიკური ბომბის თვითმფრინავში შეტანის მცდელობისას ნიგერიის მოქალაქე დააკავეს და ამ აფრიკული ქვეყნის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე უსაფრხთოების ზომები გაამკაცრეს. ამგვარ გაუგებრობათა გამო ოვონიკოკო შარშან თბილისში 10 დღის დაგვიანებით ჩამოვიდა და ანთალიურ შეკრებაზე ვერ მოხვდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"