"დინამომ" "ნალჩიკთან" წააგო

AutoSharing Option
გუშინ ანტალიაში თბილისის "დინამომ" პირველი საკონტროლო შეხვედრა რუსეთის პრემიერლიგელ ნალჩიკის "სპარტაკთან" გამართა.

ყაბარდოელებმა ანგარიში მე-9 წუთზე გახსნეს. "დინამოს" პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სტანდარტულის შესრულების დროს, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ნაზირ კაჟაროვმა თავური დარტყმით კარში ზუსტად გააგზავნა.

"დინამოში" ითამაშეს გასინჯვაზე მყოფმა 24 წლის სერბმა ნახევარმცველმა სემირ ჰაჯიბულიჩმა, რომლის ბოლო გუნდიც ალბანური "ბესა" გახლდათ და ასევე 21 წლის უკრაინელმა ნახევარმცველმა სერგეი კოლესნიკმა. კოლესნიკმა 24 დეკემბერს უკრაინის პირველი ლიგის ლიდერ "ალექსანდრიაში" საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა.


დინამო 0:1 სპარტაკი
დინამო: ლორია - ციმაკურიძე, თომაშვილი, კვარაცხელია, მაროვიჩი - კვეკესკირი
(72. ედნილსონი), ფირცხალავა (75. თექთურმანიძე) - კახელიშვილი (50. რობერტინიო), კოშკაძე (50. კოლესნიკი), ჰაჯიბულიჩი - ტატანაშვილი.
გოლი: 0:1 კაჟაროვი (9)




.







მკითხველის კომენტარები / 1 /
ყაბარდოელებმა "ბრძოლა წესების გარეშე მოგვიგეს" და დინამოსაც მოუგეს? რას გვიშვებიან ეს ჩერქეზები! :)
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული