"სამტრედია" განწირულია

AutoSharing Option
ზამთრის შესვენებამ უმაღლესი ლიგის აუტსაიდერები გამოკვეთა - ვინც ფული ვერ იშოვა, ყველას გავარდნის საფრთხე ემუქრება. მათ შორის განსაკუთრებით "სამტრედიას" უჭირს. ფოთის "კოლხეთსა" და ბოლნისის "სიონში" გაურკვეველ მდგომარეობაა, მაგრამ რაღაცის იმედი მაინც აქვთ, "სამტრედიას" კი მსგავსი გაურკვევლობაც სანატრელი გაუხდა. გუნდმა პირველი ეტაპი უფულოდ ითამაშა და ყველაზე უჩვეულო ის იყო, რომ ფეხბურთელები კი არ დაიშალნენ, გაჭირვებაში ერთმანეთს დაუდგნენ და პირობების კვალობაზე საკმაოდ კარგადაც ითამაშეს.

უკეთესი მდგომარეობა არც მეორე ეტაპზე ელით - "სამტრედიას" მხოლოდ 44 ათასი ლარით დააფინანსებენ, ანუ თვეში 11 ათასით. ცხადია,
ეს გუნდის გაწირვაა.

რატომ და ვინ გადაწყვიტა სამტრედიაში ფეხბურთის ასეთი "ხელშეწყობა", სხვა თემაა, მაგრამ ამ პატარა იმერულ ქალაქში კლუბის გადარჩენისთვის ყველაფერს აკეთებენ, ეძებენ სპონსორებს, მდიდარ სამტრედიელებს, ოღონდ გუნდი გადარჩეს.

როგორც გვითხრეს, ძველებური დაპირებების ნაცვლად ახლა კონკრეტული შეთავაზებებია, ვინ როგორ შეეშველება კლუბს, ზოგი საკვებით, ზოგი ფორმით და ბუცებით, მაგრამ უმაღლესი ლიგის გუნდის შესანახად ეს საკმარისი არ არის.

გელა სანაიას წასვლის შემდეგ "სამტრედიას" ლევან ანჯაფარიძე ავარჯიშებს, რომელიც გუნდს გასულ წელს მამუკა მესიაჩენკოსთან ერთად წვრთნიდა.

რაც უნდა საოცარი იყოს, ამ გაჭირვებულმა კლუბმა მეორე ეტაპისთვის მზადება ყველაზე ადრე დაიწყო, პირველი საკონტროლო შეხვედრა ფოთის "კოლხეთთან" 6 იანვარს გამართა და 1:3 დამარცხდა. თუმცა ამ დროისთვის ძირითადად ბავშვები ვარჯიშობდნენ, მთავარმა გუნდმა კი ვარჯიში გუშინ, ჩემპიონატის დაწყებამდე ორი კვირით ადრე დაიწყო.

პირველი ეტაპის შემადგენლობიდან მხოლოდ პაატა ჯინჭარაძე, გიორგი ხუმარაშვილი, სპარტაკ გოგია, რევაზ ნინუა, აკაკი კუპრეიშვილი და შოთა ჩომახიძე დარჩნენ. კლუბში ამბობენ, რომ ჩომახიძის დარჩენა განსაკუთრებით ახარებთ. გამოცდილ ფეხბურთელს სხვა კლუბებში იწვევდნენ, მაგრამ საკუთარი ქალაქის გუნდი გასაჭირში არ მიატოვა.

იმერლებმა ოთხი საკონტროლო შეხვედრა გამართეს: "კოლხეთთან" მატჩზე უკვე მოგახსენეთ. შემდეგ ორი შემადგენლობით ეთამაშნენ ზუგდიდის "ბაიას" (0:4, 3:2), "ზესტაფონთან" კი სამარცხვინო ანგარიშით დამარცხდნენ - 1:7.

ბოლო შეხვედრამ კლუბის მესვეურებს ცხადად დაანახა, რა ელის "სამტრედიას" მეორე ეტაპზე. მთავარი მწვრთნელი ლევან ანჯაფარიძე წუხს, რომ ასეთი შემადგენლობით გუნდი განწირულია, თუმცა ბოლო დღეებში რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატეს - ცხინვალის "სპარტაკიდან" ბურჯანაძე, "ბოავიშტას" ნაცვლად სამტრედიაში აღმოჩნდა გიორგი ალავერდაშვილი, დაბრუნდნენ ძმები თორნიკე და ირაკლი შალიკაშვილებიც. ეს გარკვეული იმედია, მაგრამ უმრავლესობა მაინც გამოუცდელი ფეხბურთელია და ასეთი მწირი დაფინანსებითა და კადრებით "სამტრედია" აუტსაიდერობისთვისაა განწირული.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"



მკითხველის კომენტარები / 5 /
სადაც რემბრანტი დაიბადა იმ ქალაქში რო მხატვარი არ გაიზარდოს ქვეყნის სირცხვილია, სადაც კალაძე დაიბადა გაიზარდა და კაცობა ისწავლა , ქვეყანას გამოადგა ნაკრების კაპიტანია , და მის ქალაქში ფეხბურთი რო არ იყვეს ეს ქვეყნის სირცხვილია და არა სამტრედიის, ვინგაზარდა საქართველომ კალაძის დონის ფეხბურთელი , ფურთხის ღირსი ხარ საქართველოს მთავრობავ ამაას რო ვერ ხედავთ,რომ გკითხოთ ვინმე უცხოელმა კალაძე სად დაიბადა მის ქალაქში რახდებაო რაუნდა უთხრათ უსახსრობის გამო უმაღლესი ლიგიდან გუდი გამოვარდა და ხალხი ველოსიპედებით დადის იქო? სამტრედიაძე მარტო ველოსიპედი კი არ უნდა გაახსენდეს ადამიანს საართველოში არამედ კახი კალაძე რომელიც საქართველოს ნაკრების კაპიტანია კაცი რომელმაც ჩემპიონთა ლიგა 2 ჯერ მოიგო, მეტი რა ვილაპარაკო რა ვთქვა
samtredieli
19:53 30-01-2011
0
ეეე კლაძის მშობლიურ ქალაქში ფეხბურტი კვდებოდეს და არავინ ეხმარებოდეს კაი ბიჯო ასე რაფერ დაკარგეს ქართველობა კველამ სადა ეს კაცი დაეხმაროს გუნდს და სამშობლოსაც არ ახსოვდეს მაინც რა გაჭირვებაში გიზარდნენ 90 იანი წლების ფებურთელები ყველა კუჭის პატრიოტის დედავატირე ამდენი ბიზმესენის ხელში 1 გუნდი ვერ შეუნახავთ აქ ძმებო პოლიტიკა არაფერ შუაშია ქართველმა ქაღტველობა დაკარგა და ესაა
vendeta
19:41 30-01-2011
0

სიახლეები პოპულარული