თბილისის "დინამოში" კიდევ ერთ უცხოელს აკვირდებიან: კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალწვეული 29 წლის ტანმაღალი (194 სმ) სერბი ცენტრალური მცველი ნებოშა იოქსიმოვიჩია.
ამ ფეხბურთელს სერბეთის "ცრვენა ზვეზდასა" და შვეიცარიულ "ქსამაქსში" უთამაშია. სერბმა მცველმა გუშინ დილით გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა.
"დინამოში" ისინჯება 19 წლის ნახევარმცველი თორნიკე თუხარელიც, რომელიც სამი წელი "გაგრაში" გამოდიოდა.