”ტორპედო” რუმინელებს დაუზავდა

AutoSharing Option
გუშინ ანთალიაში ქუთაისის "ტორპედო" მეორე საკონტროლო მატჩში რუმინეთის ჩემპიონატის მეხუთეადგილოსან ”გაზ მეთანს” დაუპირისპირდა.

კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, მე-12 წუთზე ”ტორპედო" გია მეგრელაძემ ლუკა გუგუჩიას გადაცემის შემდეგ დააწინაურა.

მე-60 წუთზე რუმინელებს მეკარე ომარ მიგინეიშვილის შეცდომით შეეძლოთ ესარგებლათ, მაგრამ ”გაზ მეთანის” ფორვარდმა კარს ააცილა.

ზედიზედ მეორე მატჩია, ”ტორპედოს" მოთამაშეს მოედნიდან აძევებენ - ამჯერად წითელი ბარათი ლევან ბაკურაძეს უჩვენეს, მაგრამ მსაჯმა ქუთაისელებს ნება დართო, ის გივი ჩხეტიანით შეეცვალათ.

86-ე წუთზე ნიკა მაისურაძის ჩაწოდებული ბურთი კარისკენ ნიკა საბანაძემ გაგზავნა, მაგრამ რუმინელები გოლისგან მეკარემ იხსნა.

90-ე
წუთზე ქუთაისელები დაცვაში შეცდნენ და ალინ ლიტუმ ”გაზ-მეთანი" წაგებისგან იხსნა - 1:1.

"ტორპედო": მიგინეიშვილი, თოდუა, მაჭავარიანი, ჩიკვილაძე, ფოფხაძე, თარხნიშვილი (56. დიღმელაშვილი), ბაკურაძე(69. ჩხეტიანი), გურული (46. დათუნაიშვილი), გუგუჩია(58. მაისურაძე), კვარაცხელია (63. საბანაძე), მეგრელაძე (79. კემუხტაშვილი).

მომდევნო შეხვედრას ”ტორპედო” 29 იანვარს რუსეთის პირველლიგელ ხაბაროვსკის ”სკა-ენერგიასთან” გამართავს.





.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული