ზაზა ზამთარაძე და გიორგი კიკნაძე თბილისის"ლოკომოტივში"დაბრუნდნენ

AutoSharing Option
ზაზა ზამთარაძე და გიორგი კიკნაძე ერთად გაზრდილები, მეგობრები და მეზობლები არიან. თბილისის "დინამოშიც" ერთად მივიდნენ, მწვრთნელობაც ერთად დაიწყეს, უმაღლეს ლიგაში მუშაობაც და ასე მოიარეს რუსთავის "ოლიმპი", ქუთაისის "ტორპედო", თბილისის "ლოკომოტივი" - რაც მთავარია, კარგად მუშაობდნენ და მათზე ამიტომაც იყო მოთხოვნა. თუმცა ორი წლის წინ ფეხბურთიდან გაუჩინარდნენ.

მერე, ცხადია, ისევ ერთად გამართეს პრესკონფერენცია, სადაც მეორე ნაკრების იდეა წამოაყენეს და კვლავ გაუჩინარდნენ.

ახლა ორივე "დიდ ავიაციაში" დაბრუნდა და საქმიანობას თბილისის "ლოკომოტივში" განაგრძობს, რომელიც პირველ ლიგაში თამაშობს და არ ულხინს.

"დიდი ხანია, ფეხბურთს
ჩამოვშორდით. მართალია, რამდენიმე კლუბში მწვრთნელად გვიწვევდნენ, მაგრამ ლექსო თოფურიამ ყველაზე კონკრეტული საქმე შემოგვთავაზა და "ლოკომოტივში" დაგვაბრუნა. გიორგი სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მე - კლუბის საფეხბურთო სკოლის დირექტორად. ჩვენ "ლოკომოტივის" განვითარება, სელექცია და მომავალი ჩაგვაბარეს.

"ლოკომოტივის" საფეხბურთო სკოლა საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა. აქ გაზრდილი ხუთი მოთამაშე 17-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს და, ვფიქრობ, საინტერესო სამუშაო გველის, რადგან "ლოკომოტივის" მიზანი ნიჭიერი ბავშვების გამოვლენა და დაწინაურებაა", - გვითხრა ზამთარაძემ.





.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული