"ტორპედო" - რუსებთანაც ფრე

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" თურქული შეკრების მესამე ამხანაგური მატჩიც "სკა-ენერგიასთან" ფრედ დაასრულა - 1:1. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, "ტორპედომ" ანგარიში 32-ე წუთზე გახსნა: მეკარე მაქსიმე ქვილითაიას მიერ დარტყმული ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან ვახტანგ კვარაცხელიამ მიიღო და ზუსტად გააგზავნა კარში - 1:0.

ხაბაროვსკელებმა წონასწორობა მეორე ტაიმში აღადგინეს. ბოლო წუთზე კი დავით კირკიტაძემ ლაშა კემუხტაშვილი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა და შეხვედრაც მალე დასრულდა.

"ტორპედო": ქვილითაია, სეთურიძე, ფარულავა, თოდუა, გურული (25. თარხნიშვილი), დიღმელაშვილი (83. გიგაური), დათუნაიშვილი (68. ჩხეტიანი), გუგუჩია (26. ბაკურაძე), დოლიძე (50. კირკიტაძე),
კვარაცხელია (72. კემუხტაშვილი), გოცირიძე (55. საბანაძე).

მომდევნო საკონტროლო შეხვედრას ქუთაისის "ტორპედო" 31 იანვარს ხორვატიის "ვარტექსთან" გამართავს.





.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული