ქუთაისის "ტორპედო" სომხიშვილს, ოდიკაძესა და კახელიშვილს უშვებს?

AutoSharing Option
"საბურთალოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შეხვედრაში სტუმართა შორის სამ გამოცდილ ფეხბურთელს არ უთამაშია - მეკარე გიორგი სომხიშვილს, დავით ოდიკაძესა და გიორგი კახელიშვილს.

"ლელოსთვის" ცნობილი გახდა, რომ "ტორპედოდან" რამდენიმე მოთამაშის გაშვებას აპირებენ, მათ შორის, ამ სამეულისაც. ინფორმაცია კახელიშვილმა დაგვიდასტურა, ოდიკაძე კი ამბობს, რომ კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს.

"ახლა კუნთი მაწუხებს, ამიტომ ვერ ვვარჯიშობ და შესაბამისად, ვერც ვთამაშობ. ჩემამდეც მოვიდა ხმები, თითქოს გუნდიდან წავსულვარ თუ გამიშვეს, მაგრამ პირადად ჩემთან არავის ულაპარაკია.

კლუბთან კონტრაქტი მაისამდე მაკავშირებს, "ტორპედოში" ვარ და არ წამოვსულვარ. ახლა პირველი წრე მორჩა,
დავილაპარაკებთ და ყველაფერი მალე გაირკვევა", - ამბობს ოდიკაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"